მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

„წვეროსანი ქალის“ დასასრული: კონჩიტა ვურსტი მამაკაცურ სტილს დაუბრუნდა – ვიდეო

© photo: Sputnik / Maxim Blinov / გადასვლა მედიაბანკშიკონჩიტა ვურსტი
კონჩიტა ვურსტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სკანდალურად ცნობილმა მომღერალმა გადაწყვიტა, ამიერიდან ისევ მამაკაცურ სტილს დაუბრუნდეს და ასე წარდგეს მაყურებლის წინაშე.

თბილისი, 8 ივლისი — Sputnik. ავსტრიელმა მომღერალმა ტომ ნოივირტმა გადაწყვიტა დაასრულოს თავისი ქალური „პროექტი“ სახელწოდებით კონჩიტა ვურსტი და ისევ მამაკაცურ სტილს დაუბრუნდეს.

„ევროვიზია 2014“-ის გამარჯვებული მომღერალი საზოგადოებაში დიდი ხნის განმავლობაში ასოცირდებოდა „წვეროსან ქალთან“, მიუხედავად იმისა, რომ თავად ყოველთვის გამიჯნავდა ამ ორ ალტერ-ეგოს.

​მისი თქმით, ეს იმიჯი მას ათზე მეტი წლის განმავლობაში აძლევდა შესაძლებლობას, განვითარებულიყო შემოქმედებითად, მაგრამ ახლა უფრო ორგანულად ისევ მამაკაცად გრძნობს თავს.

აღსანიშნავია, რომ 29 წლის ნოივირტმა სწორედ ქალის ფორმაში მიიღო მონაწილეობა ჟან-პოლ გოტიეს ჩვენებაში და ევროპული „ცხოვრების ბალის“ სახეც კი გახდა, რომელიც შიდსთან და აივ-ინფექციასთან ბრძოლისთვის შეიქმნა.

როგორც ცნობილია, მომღერალი თავად არის აივ-ინფიცირებული. ამის შესახებ მან თვითონ განაცხადა საჯაროდ მას შემდეგ, რაც მისმა პარტნიორმა ამ ფაქტით ნოივირტის დაშანტაჟება გადაწყვიტა.

ყველა ახალი ამბავი
0