Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ბოლო წვეთი“: ცნობილი გახდა კეიტ მიდლტონისა და მეგან მარკლის ჩხუბის მიზეზი

© photo: Sputnik / Alexey Fillipov / გადასვლა მედიაბანკშიქეით მიდლტონი და პრინცი უილიამი
ქეით მიდლტონი და პრინცი უილიამი - Sputnik საქართველო, 1920, 14.04.2022
გამოწერა
სამეფო კარის ბიოგრაფმა გაამჟღავნა, რა იქცა „ბოლო წვეთად“ მეგან მარკლსა და კეიტ მიდლტონს შორის ურთიერთობაში, რის შემდეგაც სასექსის ჰერცოგმა და ჰერცოგინიამ სასახლე დატოვეს.

თბილისი, 8 ივლისი — Sputnik. დიდი ბრიტანეთის სამეფო კარის ბიოგრაფმა ტომ ქუინმა კემბრიჯის ჰერცოგინია კეიტ მიდლტონსა და სასექსის ჰერცოგინია მეგან მარკლს შორის კონფლიქტის ახალი დეტალები გაამჟღავნა, წერს Daily Mail.

​ბიოგრაფის თქმით, პრინც ჰარის მეუღლემ რამდენიმე ხნის წინ სკანდალი მოაწყო იმის გამო, რომ ბუკინგემის სასახლის თანამშრომელმა მისი განკარგულება არ შეასრულა, რადგან ის უშუალოდ მიდლტონს ემსახურებოდა.

ქუინმა აღნიშნა, რომ ინციდენტმა მეგანის აღშფოთება გამოიწვია, რომელმაც თითქოს ყვირილი და ფეხების ბაკუნი დაიწყო. კეიტმა კი, რომელიც არასასიამოვნო სცენის მომსწრე გახდა, თავის თანამშრომელს დაუჭირა მხარი.

ამ შემთხვევას ქუინმა მეგან მარკლისთვის „ბოლო წვეთი“ უწოდა. მისი თქმით, სწორედ ამიტომ გადაწყვიტა სასექსის ჰერცოგინიამ სამეფო ოჯახის დატოვება. 

პრინცი ჰარი და მეგან მარკლი - Sputnik საქართველო, 1920, 22.05.2020
პრინცი ჰარი პირად ნივთებს ჰყიდის: რა მოხდა

მანამდე ბრიტანული მასმედია არაერთხელ იუწყებოდა მარკლსა და მიდლტონს შორის კონფლიქტზე, რამაც ასევე დაძაბა მათი მეუღლეების — პრინც ჰარისა და პრინც უილიამს შორის ურთიერთობაც.                               

2018 წელს გამოცემა The Sun-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჰარიმ ძმა მეუღლესთან ურთიერთობის განადგურებაშიც კი დაადანაშაულა.

ამის შემდეგ ბრიტანეთის სამეფო ოჯახში მარკლის გამო კონფლიქტების შესახებ ჭორები რეგულარულად ჩნდებოდა.

ელისაბედ მეორემ მეგან მარკლს ნაჩუქარი სამკაულები წაართვა: ჯერი სამოსსა და ჩანთებზეა

მიმდინარე წლის 8 იანვარს პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა განაცხადეს, რომ უარს ამბობდნენ სამეფო ოჯახის წევრების მოვალეობების შესრულებაზე. მათ მალევე მოიხსნეს უფლებამოსილება და ბრიტანეთი დატოვეს.  

ყველა ახალი ამბავი
0