მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

უნიღბოდ ამოსვლა არ შეიძლება: ავტობუსის მძღოლი სასიკვდილოდ სცემეს

© photo: Sputnik / Kirill Kallinikov / გადასვლა მედიაბანკშიმგზავრი ავტობუსში
მგზავრი ავტობუსში - Sputnik საქართველო
გამოწერა
მძღოლი მკაცრად იცავდა მგზავრების გადაყვანის წესს, რომელიც კორონავირუსის პანდემიის პირობებში სალონში უნიღბო მგზავრების დაშვებას კრძალავს.

თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. საფრანგეთში აღშფოთებულმა მგზავრებმა, რომელთაც მძღოლმა ტრანსპორტში ინდივიდუალური დაცვის საშუალების გარეშე შეშვებაზე უარი უთხრა, ის ისე სცემეს, რომ ექიმებმა მას ტვინის სიკვდილის დიაგნოზი დაუსვეს, იუწყება გამოცემა SudOuest.

სასკოლო ავტობუსი - Sputnik საქართველო
უბედური შემთხვევა: სკოლის მოსწავლეებით სავსე ავტობუსი წყალსაცავში გადავარდა

გავრცელებული ინფორმაციით, უნიღბო და უბილეთო აგრესიულმა მგზავრებმა ავტობუსში ასვლა ქალაქ ბაიონაში სცადეს, მაგრამ დაახლოებით 50 წლის მძღოლმა მათ სალონისკენ მიმავალი გზა გადაუღობა. ამ დროს მან რამდენიმე ძლიერი დარტყმა მიიღო, მათ შორის თავის არეში.

„ამჟამად ერთ-ერთი თავდამსხმელი დაკავებულია, დანარჩენები კი იძებნებიან. მძღოლი უგონო მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს, ორშაბათს ექიმებმა მას ტვინის სიკვდილის დიაგნოზი დაუსვეს“, — აცნობა გამოცემას პოლიციაში არსებულმა წყარომ.

გარდაცვლილის რამდენიმე კოლეგამ პროტესტის ნიშნად ავტობუსის ხაზზე გაყვანაზე უარი თქვა, რის გამოც რეგიონული კომუნიკაცია შეფერხდა. ავტობუსების კომპანიამ თავის თანამშრომელს მხარი დაუჭირა და განაცხადა, რომ ორგანიზებული გაფიცვა აბსოლუტურად ლეგალურია და კანონიერი.

გამოცემა წერს, რომ ბოლო დღეებში საფრანგეთში აგრესიული თავდასხმების რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა.

„მგზავრები თავიანთ ბრაზს, გულისწყრომას მძღოლებზე იყრიან. მაგრამ ისინი არაფერში არ არიან დამნაშავე, რადგან უბრალოდ ხელისუფლების განკარგულებებს ასრულებენ“, — აცხადებენ გადამზიდავ კომპანიაში.

 

ყველა ახალი ამბავი
0