მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ევკალიპტის სამკაული კორონავირუსის წინააღმდეგ: სანდოა თუ არა მინისტრის განცხადება

გამოწერა
მინისტრის თქმით, ევკალიპტის 700-დან ერთ-ერთი სახეობა ეფექტურად იცავს ადამიანებს კორონავირუსისგან და ასევე ამსუბუქებს უკვე ინფიცირებულთა მდგომარეობას.

თბილისი, 6 ივლისი — Sputnik. ევკალიპტის ფოთლებისგან შექმნილი სამკაული დაავადება COVID-19-ის გამომწვევ კორონავირუსს კლავს, მიაჩნიათ ინდონეზიის ჯანმრთელობისა და განვითარების კვლევების სააგენტოში, რის თაობაზეც წერს გაზეთი Jakarta Post.

„თუ სამკაულს ყელზე გაიკეთებთ, ის 15 წუთში გაანადგურებს ვირუსის 42%-ს, ხოლო ნახევარ საათში — 80%-ს", — განაცხადა ინდონეზიის სოფლის მეურნეობის მინისტრმა სიიარულ იასინ ლიმპომ, რომლის დაქვემდებარებაშიც შედის ზემოხსენებული სააგენტო.

ევკალიპტის სამკაული თავად მინისტრმა წარუდგინა საზოგადოებას.

„ევკალიპტების 700-დან ერთ-ერთი სახეობა, ჩვენი ლაბორატორიული კვლევების თანახმად, კლავს კორონავირუსს. ჩვენ ამაში დარწმუნებული ვართ“, — აღნიშნა მინისტრმა.

ჯანმოს ემბლემა - Sputnik საქართველო
ჯანმომ COVID-19-ის სამკურნალო ერთადერთი საიმედო პრეპარატი დაასახელა

ლიმპოს თქმით, გარდა ამისა, ევკალიპტის ეს სახეობა ასევე სწრაფად ახორცებს ჭრილობებს.

მინისტრი გამოტყდა, რომ სწორედ ასეთი სამკაულის დამსახურებაა, რომ ის კორონავირუსით არ დაინფიცირდა, მიუხედავად იმისა, რომ არაერთ ხალხმრავალ ღონისძიებას დაესწრო.

„ჯაკარტა პოსტი“ მინისტრის ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ სამკაული ასევე გამოიცადა კორონავირუსით ინფიცირებულ მოხალისეებზე, რომლებმაც ყელსაბამის გაკეთების შემდეგ დაავადების სიმპტომების შემსუბუქება იგრძნეს.

მიუხედავად ამისა, ინდონეზიელი ექიმები და მიკრობიოლოგები სკეპტიკურად უყურებენ მინისტრის განცხადებას.

  • „ჩვენ მეტი სიბრძნე უნდა გამოვიჩინოთ და თავი შევიკავოთ მსგავსი განცხადებების გავრცელებისგან საზოგადოებაში, რომელიც ისედაც პანიკაშია“, — განუცხადა გამოცემას ინდონეზიის მიკრობიოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელმა ჰერავატი სუდოიომ.

მისი თქმით, მართალია, მეცნიერებისთვის ცნობილია მცენარისგან დამზადებული არაერთი პრეპარატი, მაგრამ დასკვნები მათი ეფექტურობის შესახებ ხანგრძლივი ლაბორატორიული და კლინიკური კვლევების შემდეგ კეთდება. თანაც, როგორც წესი, ამგვარი პრეპარატის დასამზადებლად გამოიყენება არა თავად მცენარე, არამედ მისი ექსტრაქტი.

ყველა ახალი ამბავი
0