მსოფლიოში პირველი ვიდეოზარის ისტორიული კადრები: როგორ იყო ეს 50 წლის წინ

© photo: Sputnik / Ekaterina Chesnokova / გადასვლა მედიაბანკშივიდეოკავშირი
ვიდეოკავშირი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გასული საუკუნის 70-იან წლებში ვიდეოკავშირით თვეში 30 წუთით სარგებლობის გადასახადი დღევანდელ 1057 დოლარს შეესაბამება.

თბილისი, 2 ივლისი — Sputnik. პირველი კომერციული ტელეკონფერენცია მსოფლიოს ისტორიაში, რაც დღეს ძალიან ჩვეულებრივი ამბავია, 1970 წლის 30 ივნისს გაიმართა, იუწყება გამოცემა TechSpot.

გავრცელებული ინფორმაციით, პირველ ტელეკონფერენციაში, რომელიც AT&T-ს ვიდეოფონ Picturephone Mod II-ის მეშვეობით განხორციელდა, კომპანია Alcoa-ს გენერალური დირექტორი ჯონ ჰარპერი და პიტსბურგის მერი პიტერ ფლაერტი მონაწილეობდნენ.

ირკვევა, რომ სერვისი თავდაპირველად ნიუ-იორკში უნდა ამოქმედებულიყო, მაგრამ ქალაქის სატელეფონო ქსელში არსებული ხარვეზების გამო სერვისი ხელმოწერების საფუძველზე ოფიციალურად პიტსბურგის რვა კომპანიაში ამუშავდა.

ცნობილი ხდება, რომ 1970 წელს ვიდეოკავშირის გამოყენება ძალიან ძვირი სიამოვნება იყო. დანადგარის ფასს — 150 დოლარს ზემოთ კლიენტები თვეში 160 დოლარს იხდიდნენ 30-წუთიანი კავშირისთვის. ეს თანხა დღეისათვის დაახლოებით 1057 დოლარს შეესაბამება.

ყველა ახალი ამბავი
0