Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

შესვლაზე შეზღუდვას კიდევ ერთი ქვეყანა ახანგრძლივებს: ცნობილია გამონაკლისი კატეგორიები

© photo: Sputnik / Ramil Sitdikov / გადასვლა მედიაბანკშისიცხის გაზომვა აეროპორტში
სიცხის გაზომვა აეროპორტში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქვეყნის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, თუ კარანტინის დამრღვევი სხვა ადამიანის სიცოცხლეს საფრთხეს შეუქმნის, სასჯელი შეიძლება ერთ მილიონ დოლარამდე, ან სამ წლამდე პატიმრობამდე გაიზარდოს.

თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. კანადის ხელისუფლებამ ქვეყანაში შესვლაზე აკრძალვა 31 ივლისამდე გაუხანგრძლივა უცხოეთის მოქალაქეების კატეგორიათა უმეტესობას, იუწყება ტელეარხი CBC სასაზღვრო სამსახურის სააგენტოს წარმომადგენელ რებეკა პუდრის განცხადებაზე დაყრდნობით. 

პასპორტი და ბეჭედი  - Sputnik საქართველო
სამწლიანი ვიზები და უფასო მკურნალობა: რას შესთავაზებს ევროპა ტურისტებს

გავრცელებული ინფორმაციით, შეზღუდვები არ შეეხებათ აშშ-ის მოქალაქეებსა და კანადის მუდმივ რეზიდენტებს, თუმცა, ამასთან, აშშ-სა და კანადას შორის არააუცილებელი მგზავრობა კვლავ იკრძალება. გამონაკლისს ასევე შეადგენენ დიპლომატები, კანადის მოქალაქეების ახლო ნათესავები, ასევე სეზონური მუშახელისა და უცხოელი სტუდენტების ზოგი კატეგორია.

გარდა ამისა, ხელისუფლება 31 აგვისტომდე ახანგრძლივებს ქვეყანაში შემსვლელთათვის თვითიზოლაციის მკაცრ ზომებს. კარანტინის დამრღვევებს ჯარიმის სახით 750 ათასამდე კანადური დოლარის (551,5 აშშ დოლარი) გადახდა, ან ექვსი თვით საპატიმროში ყოფნა მოუწევთ.

იმ შემთხვევაში, თუ კარანტინის დამრღვევი სხვა ადამიანის სიცოცხლეს შეუქმნის საფრთხეს, სასჯელი შეიძლება ერთ მილიონ კანადურ დოლარამდე, ან სამ წლამდე პატიმრობამდე გაიზარდოს.

მანამდე ევროკავშირმა კანადა იმ ქვეყნების სიაში შეიყვანა, რომლებიდანაც ევროკავშირში მოგზაურობაზე შეზღუდვების მოხსნის დაწყებაა რეკომენდებული.

ყველა ახალი ამბავი
0