გადამწყვეტი მნიშვნელობა: შვილის წარმატება მამის „მოცლილობაზეა“ დამოკიდებული

გამოწერა
იმის დასადგენად, თუ რით განსხვავდება შვილთან დედის თამაში მამასთან თამაშისგან, მკვლევარებმა ბოლო 40 წლის განმავლობაში დაგროვილ ინფორმაციას მოუყარეს თავი.

თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. ბავშვები, რომელთა მამებიც შვილების ადრეული ასაკიდანვე პოულობენ დროს მათთან სათამაშოდ, უკეთესად აკონტროლებენ ქცევებსა და ემოციებს ასაკის მატების კვალდაკვალ, აცხადებენ კემბრიჯის უნივერსიტეტის მეცნიერები. 

მამა და შვილი პლაჟზე - Sputnik საქართველო
როგორ გავიგოთ, იქნება თუ არა კაცი კარგი მამა: მეცნიერებმა მარტივი მეთოდი აღმოაჩინეს

მათი თქმით, მშობლებთან თამაში, განსაკუთრებით სიცოცხლის პირველ წლებში, უკიდურესად მნიშვნელოვანია ბავშვის განვითარებისთვის – მისი სოციალური, კოგნიტიური და კომუნიკაციური უნარების ფორმირებისთვის.

მეცნიერებმა ბოლო 40 წლის განმავლობაში დაგროვილ იმ ინფორმაციას მოუყარეს თავი, რომელიც მამა-შვილის თამაშს ასახავს დაბადებიდან სამი წლის ასაკამდე. მკვლევარებს სურდათ დაედგინათ, რით განსხვავდება მამებთან თამაში დედებთან თამაშისგან.

რას იღებს შვილი მემკვიდრეობით დედისგან და რას - მამისგან: დამტკიცებულია მეცნიერულად>>

აღმოჩნდა, რომ მამები ძირითადად მოძრავ, ფიზიკური აქტივობის განმავითარებელ თამაშებს არჩევენ. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ის ბავშვები, რომლებიც ადრეული ასაკიდან ერთობოდნენ მამებთან მოძრავი თამაშებით, უკეთესად აკონტროლებენ გრძნობებსა და ემოციებს, იშვიათად ავლენენ ჰიპერაქტიურობას, არიან ნაკლებად აგრესიულები და, ამასთან, იშვიათად მოსდით კონფლიქტი სხვა ბავშვებთან.

„მოძრავი თამაშები ბავშვებისთვის ქმნის სახალისო, საინტერესო სიტუაციებს, რა დროსაც ისინი ემოციური რეაქციების მართვას სწავლობენ. მთავარია, თამაშის პროცესში ძალები გააკონტროლოთ, რათა ეს უსაფრთხო იყოს ბავშვისთვის“, — ამბობს კვლევის ერთ-ერთი თანაავტორი პოლ რამჩანდანი.

კემბრიჯელი მეცნიერები იმ დედებს, რომლებიც შვილებს მეუღლის გარეშე ზრდიან, ურჩევენ, აუცილებლად გაითვალისწინონ მოძრავი თამაშების სასიკეთო გავლენა ბავშვის გონებრივ უნარებსა და მათ ემოციურ მდგომარეობაზე და მცირე ასაკიდან გამოიყენონ ეს მეთოდი.

 

ყველა ახალი ამბავი
0