მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

მილიონები მტვრიან კარადაში: მოხუც სოფლელ ქალს შინ უძველესი ანტიკვარი აღმოუჩინეს

CC0 / Pixabay / ჭურჭლის ძველი კარადა
ჭურჭლის ძველი კარადა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ლარნაკი, რომელსაც მოხუცი რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში დაუდევრად ინახავდა კარადაში, 9–11,6 მილიონ დოლარად შეფასდა.

თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. სოფელში მცხოვრებ მოხუც ქალს ექსპერტმა შინ XVIII საუკუნის ჩინური ლარნაკი აღმოუჩინა, რომელიც რამდენიმე მილიონ დოლარად შეფასდა, იუწყება Sotheby’s-ის სააუქციონო სახლი.

​გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ნიდერლანდებში მოხდა.

ირკვევა, რომ ქალმა არტ-სპეციალისტი იოჰან ბოშ ვან როზენტალი თავად გამოიძახა, რათა იმ ლარნაკის ფასი დაედგინა, რომელსაც 60 წლის განმავლობაში ინახავდა კარადაში. სპეციალისტი თვალის შევლებისთანავე მიხვდა, რომ საქმე ცინის საიმპერატორო დინასტიის ლარნაკთან ჰქონდა, რომელიც ოდესღაც ცნობილ კოლექციონერს ჰარი გარდნერს ეკუთვნოდა. როზენტალი გაოცებული დარჩა იმით, რომ უდიერად შენახული ლარნაკი სასწაულებრივად გადაურჩა დამტვრევას, ვინაიდან სახლში არაერთი ძაღლი და კატა დარბოდა. 

რემბრანდტის ნახატი გამოფენაზე  - Sputnik საქართველო
შემთხვევით ნაყიდი ნახატი რემბრანდტის ნამუშევარი აღმოჩნდა: 500 ევროდან 30 მილიონამდე

ამის შემდეგ როზენტალი Sotheby's-ის სააუქციონო სახლის აზიის განყოფილების ხელმძღვანელს ნიკოლას ჩოუს დაუკავშირდა და ნაპოვნის თაობაზე აცნობა. ჩოუ იმდენად გააკვირვა ამბავმა, რომ პირადად ჩაფრინდა ადგილზე მის სანახავად. ექსპერტმა ლარნაკი დაათვალიერა, მის ნამდვილობაში დარწმუნდა და შედევრი 9-დან 11,6 მლნ აშშ დოლარამდე შეაფასა.

დადგინდა, რომ ლარნაკი, რომელიც 1742 წელსაა დამზადებული, თავის დროზე ჩინეთის ჩაკეტილ ქალაქში იყო გამოფენილი, რათა მისი ნახვის საშუალება მხოლოდ იმპერატორსა და მასთან დაახლოებულ პირებს ჰქონოდათ.

ირკვევა, რომ მოგვიანებით ლარნაკი რამდენჯერმე გაიყიდა აუქციონებზე და ბოლო დრომდე დაკარგულად მიიჩნეოდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0