როგორ გავიგოთ, იქნება თუ არა კაცი კარგი მამა: მეცნიერებმა მარტივი მეთოდი აღმოაჩინეს

© Pixabay / Free-Photosმამა და შვილი პლაჟზე
მამა და შვილი პლაჟზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამერიკელმა მეცნიერებმა მარტივი მეთოდით, სათამაშოს გამოყენებით დანამდვილებით დაადგინეს, იქნება თუ არა კაცი კარგი მამა

თბილისი, 24 ივნისი — Sputnik. ამერიკელმა მეცნიერებმა მარტივი თამაშის მეშვეობით დაადგინეს, რამდენად კარგი მამა იქნება ადამიანი. 

მამა და შვილი - Sputnik საქართველო
მამის თავგანწირვა: კაცმა შიშველი ხელებით მოიგერია მტაცებელი და შვილი სიკვდილს გადაარჩინა

ირკვევა, რომ საუბარია თოჯინებით თამაშზე, რა დროსაც, პირველივე წუთებიდან, დანამდვილებით ხდება გასაგები, უაქტიურდება თუ არა მამაკაცს ქცევის ინსტიქტური პატერნები, რომლებიც ახალშობილთან ურთიერთობისასაა აუცილებლი. 

მეცნიერულ ექსპერიმენტში შვილის დაბადების მოლოდინში მყოფი 182 წყვილი მონაწილეობდა. მკვლევარები შინ მიდიოდნენ მათთან, რათა მამაკაცებს თავი მეტად  თავისუფლად ეგრძნოთ. მომავალ მამებს აძლევდნენ ბრინჯით გატენილ ნაჭრის თოჯინებს და სთხოვდნენ ისე მოქცეულიყვნენ, თითქოს ხელში ნამდვილი ახალშობილი ეკავათ.

„ჩვენ ვაკვირდებოდით, როგორ ეპყრობოდნენ კაცები თოჯინებს, სწორად ეჭირათ თუ არა, იღიმოდნენ თუ არა, აკონტროლებდნენ თუ არა თოჯინის ფეხების მდგომარეობას წონის გათვალისწინებით და სხვა ბევრ ნიუანსს, რომლებსაც ბევრი ადამიანი ინსტიქტურად აკეთებს ბავშვებთან ურთიერთობისას“, — განმარტა კვლევის წამყვანმა ავტორმა ლორენ ალტენბურგერმა. 

მამა და შვილი - Sputnik საქართველო
გამძვინვარებული მამის „მცირე ომი“ სპეცრაზმთან შვილის სიცოცხლის გადასარჩენად

ამის შემდეგ სპეციალისტები ვიდეოჩანაწერებს აანალიზებდნენ და მომავალ მამებს მშობლის ინტუიციური ქცევის დონის მიხედვით აფასებდნენ.

ბავშვის დაბადებიდან ცხრა თვის შემდეგ მამების ქცევას მეცნიერთა უკვე სხვა ჯგუფი აფასებდა. ისინი აკვირდებოდნენ, როგორ ცდილობდნენ მამები, ესწავლებინათ შვილებისთვის მარტივი განმავითარებელი თამაშები.   

„ის მამები, რომლებმაც ერთი წლით ადრე, ექსპერიმენტის პირველ ეტაპზე კარგი ინტუიციური უნარები გამოამჟღავნეს თოჯინების შემთხვევაში, უკეთეს მამობას იჩენდნენ ნამდვილი შვილების მიმართ“, — განაცხადა ალტენბურგერმა.

მეცნიერების თქმით, იმ შემთხვევაში, კაცებს, რომლებსაც თანდაყოლილი რეფლექსები მოდუნებული აქვთ, შეუძლიათ მშობლის ინსტიქტი შეგნებულად გამოიმუშავონ, თუკი ამას მოინდომებენ.

ყველა ახალი ამბავი
0