Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

პროგნოზი არასწორი გამოდგა: სეულში კორონავირუსის მეორე ტალღა უკვე დაიწყო

© photo: AFP 2020 / NOEL CELISკორონავირუსის განმეორებით აფეთქება
კორონავირუსის განმეორებით აფეთქება  - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამხრეთ კორეელმა ეპიდემიოლოგებმა აღიარეს, რომ მათი პროგნოზი მცდარი აღმოჩნდა და კორონავირუსის მეორე ტალღა ნავარაუდევზე ადრე დაიწყო.

თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულსა და მის შემოგარენში კორონავირუსის მეორე ტალღა დაიწყო, განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრის ხელმძღვანელმა ჩონ ინ გიონმა.  

კორონავირუსი მსოფლიოში - Sputnik საქართველო
კორონავირუსის სრული დამარცხება საეჭვოა: ანტისხეულები ორგანიზმში მალე ქრება – ახალი კვლევა

მისი თქმით, ქვეყანაში COVID-19-ის ეპიდემია შეიძლება შემოდგომამდე გაგრძელდეს.

„თავიდან ვვარაუდობდით, რომ მეორე ტალღა შემოდგომაზე ან ზამთარში დაიწყებოდა, მაგრამ ჩვენი პროგნოზები არასწორი გამოდგა. ვფიქრობთ, რომ მანამ, სანამ ადამიანები მჭიდრო კონტაქტში იქნებიან ერთმანეთთან, ინფექციის გავრცელება არ შეწყდება“, — აცხადებს ჩონ ინ გიონი.

მისი თქმით, სეულში მეორე ტალღა შესაძლოა ჯერ კიდევ მაისში დაიწყო კლასტერული ინფიცირების რამდენიმე შემთხვევიდან.

სეულის ადმინისტრაციამ, თავის მხრივ, გაავრცელა გაფრთხილება, რომ დედაქალაქში მკაცრი სოციალური დისტანცირების რეჟიმი ისევ დაწესდება, თუ უახლოეს სამ დღეში ახალი ინფიცირების რაოდენობა დღე-ღამეში საშუალოდ 30 კაცს გადააჭარბებს.

COVID-19 ბოლო 24 საათში: ინფიცირებულთა რაოდენობა მსოფლიოში და საქართველოს ადგილი>>

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტის მონაცემებით, ეპიდემიის აფეთქების მომენტიდან დღემდე სამხრეთ კორეაში კორონავირუსით ინფიცირების 12 438 შემთხვევაა გამოვლენილი. აქედან დაიღუპა 280 და განიკურნა 10 881 პაციენტი. 

 

ყველა ახალი ამბავი
0