მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

კარანტინის შესუსტების შედეგი: ინფიცირებულთა რაოდენობა კიდევ ერთ ქვეყანაში იზრდება

© AFP 2024 / Marco Bertorelloტურინი საკარანტინო შეზღუდვების შესუსტების შემდეგ
ტურინი საკარანტინო შეზღუდვების შესუსტების შემდეგ - Sputnik საქართველო
გამოწერა
მანამდე ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსით ინფიცირების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა თურქეთში, ასევე ისრაელში.

თბილისი, 18 ივნისი — Sputnik. იტალიაში ორი დღის წინ ეპიდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების შესუსტებას კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდა მოჰყვა, იუწყება სააგენტო ANSA.

აღსანიშნავია, რომ იტალიაში საკარანტინო ზომების შესუსტების ფინალური პაკეტი 15 ივნისს ამოქმედდა.

სამედიცინო ნიღაბი - Sputnik საქართველო
ინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა: თურქეთმა ძველი წესი ისევ სავალდებულო გახადა

გავრცელებული ინფორმაციით, ერთ დღე-ღამეში ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდამ 329 კაცი შეადგინა, ხოლო ერთი დღით ადრე ზრდის მაჩვენებელი 210 ადამიანი იყო. 

გარდა ამისა, სააგენტოს ცნობით, იზრდება მსხვერპლის რაოდენობის მაჩვენებელიც. კერძოდ, ბოლო 24 საათის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 43 ადამიანი, ხოლო ერთი დღით ადრე მსხვერპლის რაოდენობა 34 კაცი იყო.

დღეისათვის იტალიაში COVID-19-ით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 34 448 კაცია, გამოჯანმრთელდა 179 455 პაციენტი. 

არსებობს ახალი აფეთქების რისკი: ჩინეთის მთავარი ეპიდემიოლოგი პეკინის შტამზე საუბრობს>>

მანამდე ცნობილი გახდა, რომ მას შემდეგ, რაც თურქეთში კაფეები, რესტორნები, სპორტდარბაზები, პარკები და პლაჟები გაიხსნა, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა კვლავ გაიზარდა. ოფიციალური ინფორმაციით, ქვეყანაში ბოლო პერიოდში COVID-19-ით ინფიცირებულთა სადღეღამისო რაოდენობა 1500 კაცს აჭარბებს. ეს მაშინ, როცა მანამდე დღე-ღამეში მაქსიმუმ 800–900 ადამიანი ინფიცირდებოდა.

გარდა ამისა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ისრაელმა მკაცრი საკარანტინო ზომები 1 აგვისტომდე გაახანგრძლივა, ვინაიდან ინფიცირებულთა რაოდენობა ივნისში ექვსჯერ გაიზარდა.

ყველა ახალი ამბავი
0