მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

აშშ-ში სასჯელის უმაღლესი ზომა აღადგინეს: ბავშვებზე მოძალადეებს სიკვდილით ზაფხულში დასჯიან

© AP Photo / Kiichiro Satoსასიკვდილო ინექციის გასაკეთებელი ოთახი ოჰაიოს შტატის ციხეში
სასიკვდილო ინექციის გასაკეთებელი ოთახი ოჰაიოს შტატის ციხეში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფედერალური დამნაშავეების სიკვდილით დასასჯელად გამოყენებული იქნება პრეპარატი, რომელიც დამტკიცებულია აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მიერ.

თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. აშშ-ის ფედერალური ხელისუფლება ივლისის შუა რიცხვებიდან სასჯელის გამონაკლის ფორმას – სიკვდილით დასჯას აღადგენს ოცწლიანი პაუზის შემდეგ, ნათქვამია აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს საიტზე.

ვლადიმერ ჟირინოვსკი  - Sputnik საქართველო
პანიკის ასაცილებლად: ვლადიმირ ჟირინოვსკი დროებით დახვრეტის შემოღებას მოითხოვს

როგორც იუსტიციის სამინისტრო იუწყება, აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა უილიამ ბარიმ უკვე დაავალა საპატიმროების ფედერალურ ბიუროს, შეარჩიონ სასჯელის სისრულეში მოყვანის თარიღი ოთხი ფედერალური პატიმრისთვის, რომლებიც მკვლელობასა და ბავშვების გაუპატიურებაში არიან ბრალდებულები. 

„ოთხმა მკვლელმა, რომელთა სიკვდილით დასჯის თარიღი დღეს შეირჩა, სრული და სამართლიანი სასამართლო განხილვები გაიარა კონსტიტუციისა და კანონების შესაბამისად“, — ციტირებს სამინისტროს საიტი გენერალური პროკურორის სიტყვებს.

ცნობილი ხდება, რომ ოთხი პატიმრის სასჯელის სისრულეში მოყვანა დაგეგმილია 13, 15, 17 ივლისსა და 28 აგვისტოს.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფედერალური დამნაშავეების სიკვდილით დასასჯელად გამოყენებული იქნება პრეპარატი, რომელიც უკვე გამოიყენება სამ შტატში (ჯორჯია, მისური და ტეხასი) და რომლის დიდი დოზები სუნთქვის გაჩერებას იწვევს. პრეპარატი დამტკიცებულია აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მიერ.

 

ყველა ახალი ამბავი
0