13:10 03 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6420
  • 100 RUB4.1573
  • USD3.0721
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1055)
55 0 0

სომხეთში გახანგრძლივდა საგანგებო მდგომარეობა. ამ დროისთვის ქვეყანაში გამოვლენილია კორონავირუსის 15281 შემთხვევა, გარდაიცვალა 258 ადამიანი

თბილისი, 12 ივნისი – Sputnik. სერბეთი სომხეთში, სადაც კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით კრიტიკული მდგომარეობაა, აპირებს გაგზავნოს 1 მლნ დოლარის ღირებულების სამედიცინო აღჭურვილობით დატვირთული ორი თვითმფრინავი. ამის შესახებ პარასკევს სომხეთის პრეზიდენტის პრეს–სამსახურში განაცხადეს.

ჰუმანიტარული დახმარება ქვეყანას სომხეთის პრეზიდენტ არმენ სარქისიანისა და სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩის სატელეფონო საუბრის შემდეგ გაეწევა.

პრეზიდენტის პრეს–სამსახურში აღნიშნავენ, რომ სერბეთიდან სომხეთში ჩაფრინდება ორი თვითმფრინავი, რომლებშიც იქნება ხელოვნური სუნთქვის 10 აპარატი, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის საკონტროლო 10 მონიტორი, 500 ათასი ქირურგიული და 100 ათასი რესპირატორული ნიღაბი, 25 ათასი დამცავი სათვალე, 25 ათასი სამედიცინო დამცავი კოსტიუმი და სხვ. საერთო ჯამში, 1 მლნ დოლარის ღირებულების აღჭურვილობა.

სომხეთში საგანგებო დგომარეობაა გამოცხადებული, რომელიც 16 მარტიდან დაიწყო და 13 ივლისამდე გაგრძელდება. ამ დროისთვის ქვეყანაში გამოვლენილია კორონავირუსის 15281 შემთხვევა, განიკურნა 5639 პაციენტი, გარდაიცვალა 258 ადამიანი

თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1055)

მთავარი თემები