მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ICC წუხს: შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სასამართლოს „უპრეცედენტო სანქციები“ დაუწესა

CC BY 2.0 / Greger Ravik / International Criminal Courtსაერთაშორისო კრიმინალური სასამართლო
საერთაშორისო კრიმინალური სასამართლო - Sputnik საქართველო
გამოწერა
მანამდე პროკურორმა ბენსუდამ მოსამართლეებს სთხოვა, გაეცათ ნებართვა ამერიკელი სამხედროების, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს (CIA), ავღანეთის სპეცსამსახურების თანამშრომლებისა და „თალიბანის“ წევრების მიერ ჩადენილი სავარაუდო სამხედრო დანაშაულების გამოძიებაზე.

თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. საერთაშორისო კრიმინალური სასამართლო (ICC) წუხს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილების გამო, რომელიც სასამართლოსთვის სანქციების დაწესებას ითვალისწინებს.

ჩინეთის პრეზიდენტი ცზინპინი პეკინის სამხედრო-ოსამედიცინო მეცნიერებათა აკადემიაში  - Sputnik საქართველო
„უკიდურესად უკმაყოფილო“ პეკინი აშშ-სთვის საპასუხო სანქციების დაწესებას აპირებს

მანამდე ტრამპის მიერ ხელმოწერილი ბრძანებულების თანახმად, პირებს, რომლებიც მონაწილეობდნენ ICC-ს სასამართლო პროცესებში ამერიკელი სამხედროებისა და ჩინოვნიკების წინააღმდეგ, აშშ-ის იურისდიქციაში არსებული აქტივები დაებლოკებათ. გარდა ამისა, მათი ოჯახების წევრებს აეკრძალებათ შეერთებულ შტატებში შესვლა.

ამასთან ბრძანებულებაში აშშ-ის პრეზიდენტი საერთაშორისო სტრუქტურას მიკერძოებულ გამოძიებასა და კორუფციაში სდებს ბრალს და აცხადებს, რომ სასამართლოზე რუსეთი ახდენს გავლენას. 

„ეს უპრეცედენტო ზომებია. ამით ხელი ეშლება ჩვენს სწრაფვას, ვებრძოლოთ უკანონობას და გარანტირებული გავხადოთ პასუხისმგებლობა მასობრივ დანაშულებზე. მოვუწოდებ წევრ ქვეყნებსა და რომის სტატუტის ყველა ძირითად პარტნიორს, კიდევ ერთხელ დაადასტურონ ამ სტატუტით გათვალისწინებული პრონციპებისა და ფასეულობების მტკიცე მხარდაჭერა“, — განაცხადა საერთაშორისო კრიმინალური სასამართლოს ასამბლეის ხელმძღვანელმა კვონ ო გონმა.     

აღსანიშნავია, რომ 2017 წელს ICC-ს პროკურორმა ფატუ ბენსუდამ მოსამართლეებს სთხოვა, გაეცათ ნებართვა ამერიკელი სამხედროების, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს (CIA), ავღანეთის სპეცსამსახურების თანამშრომლებისა და „თალიბანის“ წევრების მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი სავარაუდო სამხედრო დანაშაულების გამოძიებაზე. საერთაშორისო კრიმინალურმა სასამართლომ მხარი დაუჭირა საკითხს და ნებართვა გასცა.

სასამართლოს გადაწყვეტილებას დაუყოვნებლივ მოჰყვა კრიტიკა აშშ-ის მხრიდან. სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ICC შეაფასა როგორც „იურიდიული სახით შენიღბული არასანდო პოლიტიკური ინსტიტუტი“.

ყველა ახალი ამბავი
0