მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

შესაძლოა აგვისტოში დაიწყო: ჰარვარდელი მეცნიერები „უჩვეულო პროცესებზე“ ალაპარაკდნენ

© AFP 2024 / Hector Retamalუჰანის პარკში
უჰანის პარკში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჰარვარდელი მეცნიერები არ გამორიცხავენ, რომ უჰანში გასული წლის ზაფხულში მიმდინარე „უჩვეულო პროცესები“ სწორედ კორონავირუსულ ინფექციასთან ყოფილიყო კავშირში.

თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. უჰანის საავადმყოფოების პარკინგების თანამგზავრული ფოტოები და ინტერნეტში არსებული მონაცემები მეტყველებს, რომ კორონავირუსის ინფექცია, შესაძლოა, ჯერ კიდევ 2019 წლის აგვისტოში გავრცელდა, აცხადებენ ჰარვარდის (აშშ) სამედიცინო სკოლის ექსპერტები.

​გავრცელებული ინფორმაციით, სპეციალისტებმა ფოტოების შესწავლისას აღმოაჩინეს, რომ უჰანის საავადმყოფოების პარკინგებზე ზაფხულის ბოლოდან ტრაფიკი მკვეთრად გაიზარდა.

სხვა ანალიზმა კი აჩვენა, რომ ჩინურ საძიებო სისტემა Baidu-ში აღნიშნულ პერიოდში ასევე მკვეთრად გაიზარდა ძიება სიტყვებზე „ხველება“ და „დიარეა“. ამ დროისათვის კი უკვე დადგენილია, რომ კუჭ-ნაწლავის აშლილობა და ხველება ნამდვილად არის COVID-19-ის სიმპტომები. 

თბილისის მეტროში - Sputnik საქართველო
ჯანმო პოზიციას ცვლის: უსიმპტომო ვირუსმატარებლების თაობაზე ახალი განცხადება კეთდება

ექსპერტები აღიარებენ, რომ ეს მხოლოდ ირიბი დასტურია იმისა, რომ ქალაქში, სადაც საბოლოოდ იფეთქა კიდეც ეპიდემიამ და მერე მთელ მსოფლიოში გავრცელდა, რაღაც უჩვეულო პროცესები შეინიშნებოდა. ისინი არ გამორიცხავენ, რომ აღნიშნული პროცესები სწორედ კორონავირუსულ ინფექციასთან ყოფილიყო კავშირში.

ოფიციალური მონაცემებით კი, ახალი ტიპის კორონავირუსით გამოწვეული დაავადება COVID-19-ის პირველი შემთხვევა უჰანში გასული წლის დეკემბერში დაფიქსირდა. ამასთან, როგორც გაზეთი South China Morning Post ირწმუნებოდა სამთავრობო დოკუმენტებზე დაყრდნობით, კორონავირუსული ინფექციის პირველი ფაქტი უჰანში ნოემბერში გამოვლინდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0