მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ოცნების სამსახური შვედეთში: „მარადიულ თანამდებობაზე“ განაცხადების მიღება დაწყებულია

CC0 / Pixabay / ელექტროენერგია
ელექტროენერგია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცნობილი ხდება, რომ პროექტის ავტორები, რომელიც 120 წელზეა გათვლილი, დასაქმების მსურველებს არანაირ მოთხოვნას არ უყენებენ.

თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. შვედეთში „ოცნების სამსახურის“ ვაკანსია გაჩნდა – თანამშრომლის მოვალეობაში შედის მხოლოდ შუქის ჩართვა და გამორთვა კორსვეგენის სადგურზე სამუშაო დღის დასაწყისში და მისი დასრულების შემდეგ, იუწყება Sveriges Radio.

პროექტის ავტორები, რომელსაც სახელად „მარადიული თანამდებობა“ ეწოდა, არიან მხატვრები სიმონ გოლდინი და იაკობ სენები. მათი თქმით, ისინი მზად არიან გადაუხადონ დასაქმებულს ფიქსირებული თანხა თვეში 2 ათასი ევროს ოდენობით. 

მარწყვის ბაღი - Sputnik საქართველო
ფინეთი დასაქმებას გთავაზობთ: დაიწყო მარწვის კრეფის სეზონი

პროექტის ავტორები განმარტავენ, რომ დასაქმებულს, რომელიც მთელი სიცოცხლის განმავლობაში შეუძლია დარჩეს თანამდებობაზე, ასევე აქვს უფლება, ნებისმიერ დროს მოითხოვოს სამსახურიდან გათავისუფლება.

აღინიშნება, რომ პროექტი „მარადიული თანამდებობა“ 120 წელზეა გათვლილი.

ცნობილი ხდება ისიც, რომ კანდიდატს არანაირ მოთხოვნას არ უყენებენ. ამასთან სამსახური ითვალისწინებს ანაზღაურებად შვებულებას და პენსიასაც კი. 

გავრცელებული ინფორმაციით, კორსვეგენის სადგურის მშენებლობა 2026 წელს დასრულდება, თუმცა ვაკანსიის დაკავების სურვილი უკვე გამოთქვა 175 ადამიანმა — არა მარტო ადგილობრივებმა, არამედ აშშ-ის, ტაივანისა თუ ფილიპინების მოქალაქეებმა.

პროექტის ავტორები განმარტავენ, რომ მათი არტ-ექსპერიმენტის მიზანი საზოგადოებაში მზარდი არათანასწორობისადმი ყურადღების მიპყრობაა.

აღსანიშნავია, რომ სიმონ გოლდინი და იაკობ სენები პერფორმაციული პრაქტიკების გამოყენებით იკვლევენ ფინანსურ, იურიდიულ და სოციალურ კონსტრუქციებს საზოგადოებაში. მათი ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული პროექტი იყო Headless–, რომელიც ოფშორული ბიზნესის სამყაროს იკვლევდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0