სიმსუქნესთან ბრძოლა უდიეტოდ: მეცნიერები „სიგამხდრის წამალს“ შექმნიან

© rawpixel.comწონაში დაკლება
წონაში დაკლება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ავსტრიელმა მეცნიერებმა გენეტიკის ცენტრის მონაცემები შეისწავლეს და გამოავლინეს ადამიანები, რომლებიც, მიუხედავად მიღებული საკვების რაოდენობისა, არასდროს სუქდებიან.

თბილისი, 27 მაისი — Sputnik. ადამიანის სიგამხდრეზე შესაძლოა პასუხს აგებდეს ცალკეული გენი, რომელიც „თხელი აღნაგობის წამლის“ შექმნას შეუწყობს ხელს, აცხადებენ ავსტრიის მეცნიერებათა აკადემიის მოლეკულური ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერები, რომელთა შრომაც გამოქვეყნებულია ჟურნალში Cell.

ვეგეტარიანულ დიეტას შეუძლია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების განვითარების რისკი შეამციროს - Sputnik საქართველო
რამდენიც უნდა ჭამოთ, არ გასუქდებით, თუ... მეცნიერებმა რუხი ქსოვილის ეფექტურობა დაადგინეს

„მეცნიერების უმრავლესობა სწავლობს ჭარბცხიმიანობასა და გაცხიმოვნების გენეტიკას. ჩვენ კი ტაქტიკა შევცვალეთ და სიგამხდრე შევისწავლეთ, რითიც ახალი საკვლევი სფერო აღმოვაჩინეთ“, — განაცხადა ნაშრომის თანაავტორმა ჯოზეფ პენინგერმა.

ირკვევა, რომ ავსტრიელმა მეცნიერებმა გენეტიკის ცენტრის მონაცემები შეისწავლეს და გამოავლინეს ადამიანები, რომლებიც, მიუხედავად მიღებული საკვების რაოდენობისა, არასდროს სუქდებიან. სწორედ მათ შორის დაიწყეს მკვლევარებმა საერთო გენეტიკური მარკერების ძებნა. 

აღმოჩნდა, რომ სიგამხდრეზე პასუხს აგებს ALK-გენის მუტაცია. კვლევის თანახმად, მისი სინთეზის დათრგუნვა ცხიმების წვას აჩქარებს.

„ALK-გენი ფართოდ შეისწავლებოდა კიბოსთან დაკავშირებით, მაგრამ ამ კონტექსტის მიღმა მისი ბიოლოგიური როლის შესახებ ძალიან ცოტაა ცნობილი“, — აღნიშნა კვლევის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა მაიკლ ორტჰოფერმა.

ცხოველებსა და მწერებზე ჩატარებულმა ცდებმა აჩვენა, რომ ALK-გენის გათიშვა ჰიპოთალამუსში (რომელიც მეტაბოლიზმის კოორდინააციის ცენტრალური წერტილია), ცხიმების წვას აჩქარებს.

მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ აღნიშნული გენის დეტალური შესწავლით ჭარბცხიმიანობასთან ბრძოლაში ახალი ეპოქა დაიწყება.

 

ყველა ახალი ამბავი
0