მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ვინც COVID-19 გადაიტანა: დასახელდა აუცილებლად შესამოწმებელი სამი ორგანო, მათ შორის – ტვინი

© REUTERS / Sofya Sandurskaya საავადმყოფოს პალატა
საავადმყოფოს პალატა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამერიკელი პროფესორი განმარტავს, რომელია ის ძირითადი სისტემები, რომლებსაც კორონავირუსი ყველაზე მეტ ზიანს აყენებს და რომლებიც აუცილებლად უნდა შეიმოწმონ მათ, ვინც COVID-19-ით იყო დაავადებული.

თბილისი, 27 მაისი — Sputnik. მათ, ვინც COVID-19-ით იყო დაავადებული, განკურნების შემდეგ აუცილებლად უნდა შეიმოწმონ სამი ორგანო, რომლებსაც კორონავირუსი ყველაზე მეტ ზიანს აყენებს, განაცხადა ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის (აშშ) პროფესორმა, ჯანმოს წარმომადგენელმა ანჩა ბარანოვამ.

„COVID-19-სგან განკურნების შემდეგ აუცილებელია ორგანიზმის სამი ძირითადი სისტემის შემოწმება. ესენია: ფილტვები, თირკმელები და ტვინი“, — აღნიშნა პროფესორმა.

მისი თქმით, ფილტვების შესამოწმებლად საჭიროა მიმართოთ პულმონოლოგს, ხოლო თირკმელების მდგომარეობის გასარკვევად საჭიროა სისხლის ბიოქიმიური ანალიზის აღება. 

ტედროს ადამონ გებრეიესუსი - Sputnik საქართველო
ჯანმომ „პლაქვენილის“ გამოცდა შეაჩერა: დაფიქსირდა სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი

„მასში არის მაჩვენებელი, რომელიც ასახავს, თუ როგორ ფუნქციონირებს თირკმელები. თუ ყველაფერი რიგზეა, მაშინ ნეფროლოგთან წასვლა აღარ იქნება საჭირო“, — განმარტა ბარანოვამ.

პროფესორის თქმით, მესამე სისტემა, რომელიც ასევე აუცილებლად უნდა შემოწმდეს, ტვინია — ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის ფუნქციონირება, ვინაიდან, „როგორც არაერთხელ აღინიშნა, ვირუსის დროს ნეიროანთებები ხდება“.

ანჩა ბარანოვა განმარტავს, რომ კორონავირუსის შემდეგ ადამიანებს შესაძლოა გაუუარესდეთ მეხსიერება, დაუქვეითდეთ კონცენტრაციის უნარი და დაეწყოთ თავის ტკივილები.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, ვირუსის აფეთქების მომენტიდან დღემდე მსოფლიოში COVID-19-ით დაავადებულთა რაოდენობამ 5 594 175 ადამიანი შეადგინა. აქედან გარდაიცვალა 350 531 და განიკურნა 2 288 579 კაცი.  

ყველა ახალი ამბავი
0