მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

აღმოჩენილია ახალი გალაქტიკა: გიგანტური ცეცხლოვანი წრე – ქვეყნდება ფოტოები

გამოწერა
წრიული გალაქტიკა დედამიწიდან 11 მილიარდი სინათლის წლითაა დაშორებული, მის ცენტრში არსებული ხვრელის დიამეტრი ორმილიარდჯერ აღემატება დედამიწიდან მზემდე მანძილს.

თბილისი, 26 მაისი — Sputnik. ასტრონომებმა პირველად მიიღეს უიშვიათესი კოსმოსური ობიექტის, უძველესი გიგანტური წრიული გალაქტიკის გამოსახულება. ზემასიური შავი ხვრელის გარშემო ისეთი აქტიური ვარსკვლავთწარმოქმნა მიმდინარეობს, რომ მეცნიერები ახლად აღმოჩენილ გალაქტიკას „კოსმოსურ ცეცხლოვან ბეჭედს“ ადარებენ. კვლევის შედეგები აღწერილია ჟურნალში Nature Astronomy.

​ავსტრალიის, აშშ-ის, კანადის, ბელგიისა და დანიის ასტროფიზიკოსებმა, გააერთიანეს რა ჰავაის კეკის ობსერვატორიიდან შეკრებილი სპექტროსკოპული მონაცემები და კოსმოსური ტელესკოპი „ჰაბლით“ გადაღებული ფოტოები, უჩვეულო კოსმოსური სტრუქტურის სურათი მიიღეს. ეს არის გალაქტიკა, რომელსაც „ირმის ნახტომის“ (ჩვენი გალაქტიკა) მასა აქვს, მაგრამ მრგვალია და შუაში ძალიან დიდი ხვრელი აქვს. ის გიგანტურ დონატს ჰგავს.

„ეს ძალიან საინტერესო ობიექტია, რომელიც აქამდე არასდროს გვინახავს. ის ვარსკვლავებს 50-ჯერ უფრო სწრაფად წარმოქმნის, ვიდრე „ირმის ნახტომი“. ამ აქტივობის დიდი ნაწილი გალაქტიკურ რგოლში ხდება. ასე რომ, ეს ნამდვილი ცეცხლის წრეა“, — ამბობს კვლევის წამყვანი ავტორი ტიანტიან იუანი.

მეცნიერების თქმით, გალაქტიკა, რომელსაც სახელად R5519 ეწოდა, დედამიწიდან 11 მილიარდი სინათლის წლითაა დაშორებული. მის ცენტრში არსებული ხვრელის დიამეტრი ორმილიარდჯერ აღემატება დედამიწიდან მზემდე მანძილს.

ყველა ახალი ამბავი
0