13:12 30 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8415
  • 100 RUB4.1711
  • USD3.2878
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (2104)
254 0 0

იმისათვის, რომ თვითმფრინავში ასვლის ნება დაგრთონ, საჭირო იქნება სერტიფიცირებული ლაბორატორიიდან COVID-19-ზე უარყოფითი შედეგის დამადასტურებელი ტესტის წარდგენა, რომელიც გამგზავრებამდე 72 საათით ადრეა გაცემული

თბილისი, 22 მაისი - Sputnik. კვიპროსი ლარნაკადან და პაფოსიდან ფრენებს 9 ივნისიდან განაახლებს, განაცხადა ტრანსპორტის, კავშირისა და საქმეების მინისტრმა იანის კარუსოსმა.

კარუსოსის სიტყვებით, პარასკევს კვიპროსის პრეზიდენტმა ნიკოს ანასტასიადისმა მინისტრთა საბჭოს სხდომა ჩაატარა და დაამტკიცა შეზღუდვების თანდათანობით მოხსნის სამოქმედო გეგმა.

„სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს ორ ეტაპს აეროპორტების გახსნისა და სხვა ქვეყნებთან კვიპროსის კავშირის აღდგენისთვის, კერძოდ, პირველი ეტაპი იქნება 2020 წლის 9-დან 19 ივნისამდე, მეორე ეტაპი - 2020 წლის 20 ივნისიდან“, - აღნიშნა მინისტრმა.

ტრანსპორტის უწყების მინისტრის სიტყვებით, ექსპერტებმა ეპიდემიოლოგიური სიტუაციის საფუძველზე განსაზღვრეს ქვეყნების ორი კატეგორია, რომლებთანაც კვიპროსი ავიამიმოსვლას აღადგენს. А კატეგორიაში მოხვდნენ საბერძნეთი, მალტა, ბულგარეთი, ნორვეგია, ავსტრია, ფინეთი, სლოვენია, უნგრეთი, ისრაელი, დანია, გერმანია, სლოვაკეთი, ლიტვა, В კატეგორიაში - შვეიცარია, პოლონეთი, რუმინეთი, ხორვატია, ესტონეთი, ჩეხეთი.

მნიშვნელოვანი მომენტი - იმისათვის, რომ თვითმფრინავში ასვლის ნება დაგრთონ, საჭირო იქნება სერტიფიცირებული ლაბორატორიიდან COVID-19-ზე უარყოფითი შედეგის დამადასტურებელი ტესტის წარდგენა, რომელიც გამგზავრებამდე 72 საათით ადრეა გაკეთებული. ეს წესი ორივე კატეგორიის ქვეყნებს ეხება.

კვიპროსის მოქალაქეებსა და კვიპროსზე მყოფ რეზიდენტებს ალტერნატივის სახით შესაძლებლობა ექნებათ, გაიარონ ლაბორატორიული შემოწმება კვიპროსში ჩასვლისას. ამ შემთხვევაში ისინი თვითიზოლაციაში დარჩებიან მანამ, სანამ ტესტის შედეგი არ გამოცხადდება.

მეორე ეტაპზე, რომელიც 20 ივნისს დაიწყება, მგზავრებს A კატეგორიის ქვეყნებიდან არ მოსთხოვენ ლაბორატორიული ტესტირების სერტიფიკატს, აღნიშნა მინისტრმა, ხოლო  მგზავრებს В კატეგორიის ქვეყნებიდან - მოსთხოვენ.

„ყველა მგზავრს, ჩამოსულს ქვეყნებიდან, რომლებიც ამ ორ კატეგორიაში არ შედიან, 14-დღიან საშინაო კარანტინში გაუშვებენ. ლაბორატორიული კვლევების, ასევე კარანტინის/თვითიზოლაციისა და ტრანსპორტის მომსახურების საფასურს, სადაც ეს საჭირო იქნება, მგზავრები თავად გადაიხდიან“, - აღნიშნა მინისტრმა.

გარდა ამისა, იანის კარუსოსმა განაცხადა, რომ 25 მაისის 18:00 საათიდან გაუქმდება კარანტინი ყველასთვის, ვინც ახლა კვიპროსში საკარანტინო ზონებშია მოთავსებული. ყველანი სახლებში გაემგზავრებიან დარჩენილი საკარანტინო დღეების თვითიზოლაციაში გასატარებლად.

კვიპროსზე სასტუმროები 1 ივნისს გაიღება შესაბამისი პროტოკოლების საფუძველზე, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტრომ დააწესა.

თემები:
მსოფლიო დღეს (2104)

მთავარი თემები