მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ნავთობზე მსოფლიო ფასმა თვის რეკორდი დაამყარა

© photo: Sputnik / Maksim Bogodvidნავთობსაქაჩი
ნავთობსაქაჩი - Sputnik საქართველო
გამოწერა
OPEC+ შეთანხმდა, რომ ნავთობის სადღეღამისო მოპოვება 9,7 მლნ ბარელით შემცირდება მაისსა და ივნისში, წლის მეორე ნახევარში შემცირდება 7,7 მლნ ბარელით, ხოლო 2022 წლის ბოლომდე — 5,8 მლნ ბარელით.

თბილისი, 18 მაისი — Sputnik. ვაჭრობის მონაცემების თანახმად, Brent-ის მარკის ნავთობზე ივლისის ფიუჩერსების ფასი მაქსიმალურ მაჩვენებლამდე გაიზარდა 13 აპრილის შემდეგ. 

ბენზინგასამართი სადგური - Sputnik საქართველო
მსოფლიო ბაზრებზე ნავთობი გაიაფდა, რა ღირს საწვავი  საქართველოში

03:03 საათის მდგომარეობით (თბილისის დროით) ჩრდილოეთის ზღვის ნავთობშენაერთების ფასი ერთ ბარელზე 33,36 დოლარი დაფიქსირდა, რაც წინა ვაჭრობის მაჩვენებელზე 1,61%-ით მეტია. ივლისის ფიუჩერსები WTI-ს მარკის ნავთობზე კი 2,85%-ით გაძვირდა და 30,36 დოლარს მიაღწია ბარელზე.

OPEC+ შეთანხმდა, რომ 12 აპრილიდან ნავთობის სადღეღამისო მოპოვება 9,7 მლნ ბარელით შემცირდება მაისსა და ივნისში, წლის მეორე ნახევარში შემცირდება 7,7 მლნ ბარელით, ხოლო 2022 წლის ბოლომდე — 5,8 მლნ ბარელით. ათვლის წერტილად აღებულია 2018 წლის ოქტომბერი. თუმცა რუსეთისა და საუდის არაბეთისთვის აღებულია 11 მლნ ბარელი დღე-ღამეში, რომლიდანაც გამოითვლება შემცირების რაოდენობა 23%-ით, 18%-ითა და 14%-ით ანალოგიურ პერიოდებში.

ყველა ახალი ამბავი
0