მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ბრაიტონ-ბიჩზე უცნაური არსება აღმოაჩინეს: ვრცელდება ვიდეო

CC0 / Pixabay / ბრაიტონ-ბიჩი
ბრაიტონ-ბიჩი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კადრებში ჩანს, რომ არსებას აქვს ნაცრისფერ-ვარდისფერი თავი, შავი თვალები, ხოლო მთელ სხეულზე თეთრი კონუსები გასდევს. ამასთან აქვს ძალიან გრძელი და ეკლოვანი კუდი, რომლის გამონაზარდები კბილებს წააგავს.

თბილისი, 12 მაისი — Sputnik. ბრაიტონ–ბიჩზე ოკეანეში მცხოვრები უცნაური არსების ჩონჩხია აღმოჩენილი, რომელიც შემთხვევით იპოვა შეყვარებულმა წყვილმა, იუწყება გამოცემა Daily Star.  

​ირკვევა, რომ ლეა დენისონი და მისი შეყვარებული ყოველდღე სეირნობენ პლაჟზე, თუმცა აქამდე მსგავსი რამ არ შეუნიშნავთ. ლეამ უცნაურ არსებას, რომელსაც კუდზე კბილები აქვს, ვიდეო გადაუღო იმ იმედით, რომ ვინმე შეძლებდა ნაპირზე გამორიყული ცხოველის ამოცნობას.

კადრებში ჩანს, რომ არსებას აქვს ნაცრისფერ-ვარდისფერი თავი, შავი თვალები, ხოლო მთელ სხეულზე თეთრი კონუსები გასდევს. ამასთან აქვს ძალიან გრძელი და ეკლოვანი კუდი, რომლის გამონაზარდები კბილებს წააგავს.

სპეციალისტები ამბობენ, რომ, სავარაუდოდ, ეს ზღვის მელაა, რომლის წარმომადგენლები ყველაზე ხშირად ბრიტანეთის კუნძულების მახლობლად გვხვდება. ცხოველი წითელ წიგნშია შეტანილი.

ზღვის მელიები საკმაოდ საინტერესო არსებები არიან. ისინი დაახლოებით 15 წელიწადს ცოცხლობენ და წონაში 18 კილოგრამს აღწევენ. დღისით ეს უნიკალური ცხოველები ქვიშაში იმალებიან, ღამით კი ნადირობენ. ისინი კიბორჩხალებითა და სხვა სახეობის კიბოსნაირებით იკვებებიან, რომელთა მოკვლაც ძლიერი და დიდი ყბების საშუალებით ადვილად შეუძლიათ. 

ყველა ახალი ამბავი
0