მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

შექმნილია კალკულატორი, რომელიც COVID-19-ით სიკვდილის რისკებს განსაზღვრავს

© photo: Sputnik / Maxim Bogodvid / გადასვლა მედიაბანკშისამეცნიერო ლაბორატორია
სამეცნიერო ლაბორატორია - Sputnik საქართველო
გამოწერა
კალკულატორი გამოთვლებს აწარმოებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, სისხლის მაღალი წნევის, შაქრიანი დიაბეტისა და ონკოლოგიური დაავადებების გათვალისწინებით.

თბილისი, 11 მაისი — Sputnik. შექმნილია კალკულატორი, რომელიც კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევაში ლეტალური შედეგის რისკს განსაზღვრავს, აცხადებენ პოლონელი მეცნიერები.  

თერმოსკრინინგი - Sputnik საქართველო
COVID-19 ახალ უცნაურობებს ავლენს: ექიმები გულძმარვის პრეპარატის ეფექტზე ალაპარაკდნენ

პომორის სამეცნიერო-ტექნოლოგიური ცენტრის წარმომადგენლის მაგდოლენა მალარა-შვიტონსკაიას თქმით, პროგრამა, რომლის შექმნაშიც ექიმებმა და ეპიდემიოლოგებმა მიიღეს მონაწილეობა, „ითვალისწინებს ადამიანის ასაკს, სქესს და ასევე ქრონიკული დაავადებების ოთხ ძირითად ტიპს“.

კალკულატორი გამოთვლებს აწარმოებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, სისხლის მაღალი წნევის, შაქრიანი დიაბეტისა და ონკოლოგიური დაავადებების გათვალისწინებით.

„COVID-19-ით სიკვდილის რისკი ძალიანაა დამოკიდებული ცხოვრების წესსა და მასთან დაკავშირებულ დაავადებებზე, მათ შორის ჭარბცხიმიანობაზე, დიაბეტზე, ჰიპერტონიასა და სხვა გართულებებზე. უკანასკნელი მონაცემები აჩვენებს, რომ COVID-19-ით დაღუპულთა შორის ქრონიკული დაავადებების არმქონეთა რაოდენობა 1%-ზე ნაკლებს შეადგენს“, — განაცხადა კალკულატორის მთავარმა შემქმნელმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა პეტრ ბანდოშმა. 

კალკულატორის ტესტირებამ აჩვენა, რომ კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევაში სიკვდილის რისკი ქრონიკული დაავადებების არმქონე 30 წლის მამაკაცისთვის 0,03%-ია, ხოლო ქალისთვის — 0,02%. შაქრიანი დიაბეტისა და ონკოლოგიის მქონე 80 წლის მამაკაცისთვის ეს რისკი 25,86%-მდე იზრდება, ხოლო იმავე ასაკისა და დაავადებების მქონე ქალისთვის —14,03%-მდე. 

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტის მონაცემებით, ვირუსის აფეთქების მომენტიდან დღემდე, ახალი კორონავირუსით ინფიცირება სულ 4 118 783 ადამიანს დაუდგინდა. აქედან გარდაიცვალა 282 947 და განიკურნა 1 418 656 კაცი.

ყველა ახალი ამბავი
0