Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

COVID-19 ახალ უცნაურობებს ავლენს: ექიმები გულძმარვის პრეპარატის ეფექტზე ალაპარაკდნენ

გამოწერა
ექიმების თქმით, საავადმყოფოებში გადაყვანილი და გამოკვლეული 1 620 პაციენტიდან 84, ანუ დაახლოებით 5% იღებდა პოპულარულ პრეპარატს, რომელიც ურეცეპტოდ გაიცემა გულძმარვის მოსახსნელად.

თბილისი, 11 მაისი — Sputnik. კორონავირუსული პნევმონიით დაავადებული ის პაციენტები, რომლებიც გულძმარვის საწინააღმდეგო პრეპარატებს იღებენ, შედარებით იშვიათად იღუპებიან, ნათქვამია კოლუმბიის უნივერსიტეტის (ნიუ-იორკი) კვლევაში, რომელიც გამოქვეყნებულია პრეპრინტების ჟურნალში MedRrxiv

ექიმები  - Sputnik საქართველო
ანტიპარაზიტული პრეპარატი COVID-19-ის ვირუსს 48 საათში ანადგურებს: ავსტრალიური კვლევა

პრეპრინტების აღნიშნული სერვერი იელის უნივერსიტეტის, სამედიცინო ჟურნალ BMJ-ის და ნიუ-იორკის ლაბორატორია Cold Spring Harbor Laboratory-ს მიერაა დაარსებული. პრეპრინტი — ეს არის ნაშრომის შესახებ წინასწარი ანგარიში, რომელსაც რეცენზირება არ აქვს გავლილი. მისი მიზანია მასალები გამოქვეყნებამდე სხვა სპეციალისტებს გააცნოს, რათა ავტორს შესაძლებლობა ჰქონდეს, მათთან ერთად იმსჯელოს ნაშრომში დასმულ და განხილულ საკითხებზე.

დადგინდა, რომელი პრეპარატი შეაჩერებს COVID-19-ით კაცების სიკვდილს>>

ახალი კვლევის თანახმად, COVID-19-ით დაავადებულ იმ პაციენტთა შორის, რომლებიც ჰოსპიტალიზაციის დროს პრეპარატ "ფამოტიდინს" იღებდნენ, სიკვდილიანობა ორჯერ ნაკლები იყო, ვიდრე ანალოგიური გართულებების მქონეებში.

ექიმების თქმით, საავადმყოფოებში გადაყვანილი და გამოკვლეული 1 620 პაციენტიდან 84, ანუ დაახლოებით 5% იღებდა პოპულარულ პრეპარატს, რომელიც ურეცეპტოდ გაიცემა გულძმარვის მოსახსნელად.  

„სხვა პაციენტებთან შედარებით, მათ, ვინც "ფამოტიდინს" სვამდა, სიკვდილისა თუ ინტუბაციის რისკი ორჯერ ნაკლები ჰქონდათ“, — აღნიშნავენ მკვლევარები.

თუმცა სპეციალისტები იქვე განმარტავენ, რომ ჯერჯერობით ბოლომდე გაუგებარია, ეს დამთხვევაა თუ მართლაც ასეთი ზემოქმედება აქვს აღნიშნულ პრეპარატს. ამიტომ მისი შედეგი არ შეიძლება განიხილებოდეს ისე, თითქოს "ფამოტიდინი" აუმჯობესებს კორონავირუსით ინფიცირებულთა მდგომარეობას და, შესაბამისად, ადამიანებმა თავი უნდა აარიდონ საჭიროების გარეშე მის მიღებას.

ძალიან ტოქსიკური: მეცნიერებმა COVID-19-ის სამკურნალო პრეპარატი დაიწუნეს>>

კვლევის ერთ-ერთი ავტორის, პროფესორ ჯოზეფ კოლინიაროს თქმით, „ფამოტიდინის" მიღებამ შესაძლოა ადამიანებს უსაფრთხოების ცრუ შეგრძნება გაუჩინოს“.

ამ დროისათვის კოლუმბიის უნივერსიტეტის სწავლულები უკვე ატარებენ კლინიკურ ცდებს "ფამოტიდინის" გამოყენებით. კვლევაში 233 პაციენტი იღებს მონაწილეობას, თუმცა იგეგმება მათი რაოდენობის გაზრდა.

კონილიაროს თქმით, ექსპერიმენტის წინასწარი შედეგები რამდენიმე თვეში გამოქვეყნდება.

ყველა ახალი ამბავი
0