მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ეპიდემიოლოგებმა COVID-19-ზე კოლექტიური იმუნიტეტის შესახებ მითი დაამსხვრიეს

© REUTERS / BRENDAN MCDERMIDკორონავირუსული პანდემია
კორონავირუსული პანდემია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეპიდემიოლოგები კატეგორიულად აფრთხილებენ საზოგადოებას, არავითარ შემთხვევაში არ მიმართონ ამ მეთოდს, ვინაიდან COVID-19 ბევრად უფრო სასიკვდილო დაავადებაა, ვიდრე ჩუტყვავილა.

თბილისი, 11 მაისი — Sputnik. მიმდინარე წელს მსოფლიოს ვერც ერთი რეგიონი ვერ მიაღწევს კოლექტიურ იმუნიტეტს კორონავირუს SARS-CoV-2-ზე, საწინააღმდეგო მოსაზრების მტკიცება კი კატასტროფას გამოიწვევს ჯანდაცვის სისტემაში, აცხადებენ ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგები. 

კორონავირუსი მსოფლიოში - Sputnik საქართველო
COVID-19-ის პანდემიის ძველი პროგნოზები აქტუალური აღარაა: „მოერიდეთ გადაჭარბებულ ოპტიმიზმს“

ეპიდემიოლოგები ხაზს უსვამენ, რომ ინფიცირებულთა რაოდენობას მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ გადაუჭარბებია 2-4%-სთვის, და ეს მაშინ, როცა კოლექტიური იმუნიტეტის გამოსამუშავებლად აუცილებელია, რომ მოსახლეობის 70%-მა ან „მოიხადოს“ ავადმყოფობა, ან ვაქცინირებული იყო.

მეცნიერებმა დასტურად მოიყვანეს აშშ-ის მაგალითი, სადაც ამ დროისათვის კორონავირუსით ინფიცირება 1,25 მლნ ადამიანს დაუდგინდა. მათი თქმით, ვაქცინაციის გარეშე კოლექტიური იმუნიტეტის წარმოსაქმენლად, ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით (328 მლნ კაცი), აუცილებელია, რომ კოროპნავირუსით 200 მლნ ადამიანი მაინც იყოს ინფიცირებული.

მეცნიერების მოსაზრება: კორონავირუსი შესაძლოა ორგანიზმში სამუდამოდ რჩებოდეს>>

ამასთან ეპიდემიოლოგები იხსენებენ 80-იან წლებში პოპულარულ Chickenpox parties-ებს („ჩუტყვავილა–წვეულებები“), რომელთა მიზანიც ჩუტყვავილით განზრახ დაინფიცირება იყო, და კატეგორიულად აფრთხილებენ საზოგადოებას - არავითარ შემთხვევაში არ მიმართონ ამ მეთოდს, ვინაიდან COVID-19 ბევრად უფრო სასიკვდილო დაავადებაა, ვიდრე ჩუტყვავილა.

„ის, ვინც „კორონავირუსულ წვეულებაზე“ წავა, არა მარტო მნიშვნელოვნად გაზრდის მომდევნო თვეში საკუთარი სიკვდილის შანსს, არამედ რისკს შეუქმნის ოჯახსა და მეგობრებს“, — აცხადებენ ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალისტები.

მათი განმარტებით, კორონავირუსით აშშ-ში ყოველდღიურად დაახლოებით ორი ათასი ადამიანი კვდება, მაშინ, როდესაც ჩუტყვავილით არასდროს გარდაცვლილა 150 კაცზე მეტი მთელი წლის განმავლობაში.

აღსანიშნავია, რომ კორონავირუსული ინფექციის გავრცელების საწყის ეტაპზე, კოლექტიური იმუნიტეტის გამომუშავების იმედით, ზოგი ქვეყნის ხელისუფლება ეწინააღმდეგებოდა მკაცრი შეზღუდვების დაწესებას. მათ შორის იყო ბრიტანეთიც, რომელსაც საბოლოოდ მაინც მოუწია ამგვარი ზომების შემოღებამ, ვინაიდან მანამდე გატარებულმა მსუბუქმა ღონისძიებებმა შედეგი არ გამოიღო.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტის მონაცემებით, ვირუსის აფეთქების მომენტიდან დღემდე, ახალი კორონავირუსით ინფიცირება სულ 4 102 995 ადამიანს დაუდგინდა. აქედან გარდაიცვალა 282 719 და განიკურნა 1 411 619 კაცი.

 

ყველა ახალი ამბავი
0