მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

COVID-19-ის პანდემიის ძველი პროგნოზები აქტუალური აღარაა: „მოერიდეთ გადაჭარბებულ ოპტიმიზმს“

© REUTERS / GUSTAVO GRAFკორონავირუსი მსოფლიოში
კორონავირუსი მსოფლიოში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქვეყნის ტექნოლოგიების უნივერსიტეტის COVID-19-ის მონიტორინგის სისტემამ უკვე წაშალა საიტიდან ადრინდელი გრაფიკები.

თბილისი, 11 მაისი — Sputnik. პანდემიის დასრულების პროგნოზები სხვადასხვა ქვეყანაში, რომლებიც მანამდე გაკეთდა, აქტუალური აღარაა სწრაფად ცვალებადი ვითარების გამო, აცხადებენ სინგაპურელი მეცნიერები. 

მაგიდების დეზინფექცია რესტორანში გახსნის წინ - Sputnik საქართველო
კორონავირუსი საქართველოში: საგანგებო მდგომარეობის შემდეგ შეზღუდვების სრული სია/21 ივლისი

ქვეყნის ტექნოლოგიების უნივერსიტეტის COVID-19-ის მონიტორინგის სისტემამ უკვე წაშალა ადრინდელი გრაფიკები.

„წინა პროგნოზები აღარაა მოქმედი, ვინაიდან სიტუაცია რეალობაში სწრაფად იცვლება. პროგნოზირების ტრადიციულ მეთოდებს, რომელთა მიზანია წინასწარ ზუსტად განსაზღვროს, რა მოხდება მომავალში, შეუძლია შეცდომაში შეგვიყვანოს უკიდურესად გაურკვეველი ვითარების გამო“, — აცხადებენ სინგაპურელი მკვლევარები.

სპეციალისტებმა ახალი პროგნოზების გაკეთების მიზნით 131 ქვეყნის მონაცემები შეისწავლეს, რისთვისაც SIR-მოდელი გამოიყენეს — ინფექციის გავრცელების მათემატიკური მოდელი, რომელშიც აღწერილია დაავადებისადმი მგრძნობელთა, ინფიცირებულთა და განკურნებულების დინამიკა.  

კვლევის ავტორების თქმით, ქვეყნები უნდა უფრთხილდნენ „გადაჭარბებულ ოპტიმიზს“ და ნებისმიერ პროგნოზს ფრთხილად მოეკიდნონ.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტის მონაცემებით, ვირუსის აფეთქების მომენტიდან დღემდე, ახალი კორონავირუსით ინფიცირება სულ 4 102 995 ადამიანს დაუდგინდა. აქედან გარდაიცვალა 282 719 და განიკურნა 1 411 619 კაცი.

 

ყველა ახალი ამბავი
0