მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ჯანმომ კორონავირუსის პირველწყარო არ იცის: უჰანის ბაზარი, შესაძლოა, მხოლოდ კატალიზატორი იყო

© REUTERS / DANIEL BECERRILკორონავირუსი
კორონავირუსი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჯანმოს ექსპერტის თქმით, სად იყო კორონავირუსული ინფექციის გავრცელების პირველწყარო, ჯერჯერობით უცნობია, უჰანის ბაზარი კი შესაძლოა კატალიზატორი ყოფილიყო.

თბილისი, 8 მაისი — Sputnik. ზღვის პროდუქტების ბაზარი უჰანში შესაძლოა გამხდარიყო COVID-19-ის გავრცელების კატალიზატორი, მაგრამ საიდან დაიწყო ინფიცირება, ჯერჯერობით უცნობია, განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტმა პიტერ ბენ ემბარეკმა ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე.

„როგორც ვიცით, პირველი შემთხვევები უჰანსა და მის შემოგარენში გამოვლინდა, და ისინი მძიმე იყო. ბაზარსაც შეეძლო გარკვეული როლის შესრულება. ჩვენ არ ვიცით, მოხდა თუ არა ინფიცირება ბაზარში, იყო თუ არა ეს ბაზარზე გატანილი ინფიცირებული ცხოველი, თუ უკვე დაავადებული ადამიანი. რა როლს ასრულებს ბაზარი, ჯერ არ ვიცით“, — განაცხადა ემბარეკმა.

მისი თქმით, ვირუსის წყარო შესაძლოა იყოს როგორც ბაზრის რაიონში, ისე სხვა ადგილზეც. 

დონალდ ტრამპი - Sputnik საქართველო
დონალდ ტრამპს „აქვს მონაცემები“ კორონავირუსის ჩინურ წარმოშობაზე

„როგორც წესი, ასეთი დაავადებები ცხოველებს უკავშირდება. რა ცხოველები იყო ეს მოცემულ შემთხვევაში, აქამდე უცნობია. არსებობს მთელი რიგი კვლევები, რომლებიც აჩვენებს, რამდენად მოწყვლადები არიან ცხოველები ვირუსის მიმართ და შეუძლიათ თუ არა მათ ვირუსის გადაცემა. ეს შესაძლოა დაგვეხმაროს დავადგინოთ, რომელი ცხოველი შეიძლებოდა ყოფილიყო გადამტანი“, — აღნიშნა ჯანმოს ექსპერტმა.

ბენ ემბარეკის თქმით, ზოგი კვლევა ადასტურებს, რომ კატისებრი (მათ შორის, ვეფხვი) და კვერნისებრი ცხოველები ინფიცირდებიან ვირუსით, კატებს ერთმანეთის ინფიცირებაც კი შეუძლიათ, ხოლო ძაღლი, შინაური ფრინველი, ღორი და სხვა პირუტყვი ნაკლებად მოწყვლადები არიან ვირუსის მიმართ. თუმცა, როგორც ექსპერტი ამბობს, მნიშვნელოვანია კვლევის ჩატარება იმ ცხოველებში, რომლებიც ჩვეულებისამებრ იყიდებოდა უჰანის ბაზარში.

ყველა ახალი ამბავი
0