მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

დასახელდა პანდემიით ყველაზე მეტად გაღარიბებული ადამიანი მსოფლიოში

© photo: Sputnik / Kiril Kallinikov / გადასვლა მედიაბანკშიLouis Vuitton Fondation Exhibition
Louis Vuitton Fondation Exhibition - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისათვის ბერნარ არნო Forbes-ის რეიტინგში მესამე პოზიციას იკავებს 90 მლრდ დოლარის ქონებით. პირველ და მეორე ადგილებს Amazon-ის და Microsoft-ის დამფუძნებლები ჯეფ ბეზოსი და ბილ გეითსი იკავებენ — 141,8 მლრდ და 105,7 მლრდ დოლარის ქონებით.

თბილისი, 8 მაისი — Sputnik. ფრანგული კომპანია Louis Vuitton Moët Hennessy-ს ხელმძღვანელმა ბერნარ არნომ 30 მილიარდ დოლარზე მეტი ზარალი ნახა, რაც ერთი ადამიანის მიერ კრიზისის დროს დაკარგული თანხის მაქსიმუმია, იუწყება Bloomberg Billionaires Index.

​ირკვევა, რომ არნოს კუთვნილი ბუტიკების უმეტესობა მთელ მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიის გამო უკვე ერთ თვეზე მეტია, რაც დაკეტილია. წელს LVMH-ის აქციების ღირებულება 19%-ით დაეცა.

სუპერმარკეტში კორონავირუსის დროს - Sputnik საქართველო
ევროპა ზარალს ითვლის: მართლდება ყველაზე ცუდი მოლოდინები

კომპანიის ფინანსური დირექტორის ჟან-ჟაკ გიონის თქმით, არნოს ბიზნესის მომავალი ჩინეთის ბაზარზეა დამოკიდებული, რომელზეც მოდის კიდეც ფუფუნების საგნების მესამედზე მეტის გაყიდვები. 

ჯერ კიდევ მარტში მსოფლიოს ოცი უმდიდრესი ადამიანის ქონება მთლიანობაში თითქმის 300 მლრდ დოლარით შემცირდა ბაზარზე კორონავირუსის გავლენის გამო. Forbes-ის ინფორმაციით, მათგან ყველაზე მეტი არნომ დაკარგა.

ამ დროისათვის ბერნარ არნო Forbes-ის რეიტინგში მესამე პოზიციას იკავებს 90 მლრდ დოლარის ქონებით. პირველ და მეორე ადგილებს Amazon-ის და Microsoft-ის დამფუძნებლები ჯეფ ბეზოსი და ბილ გეითსი იკავებენ — 141,8 მლრდ და 105,7 მლრდ დოლარის ქონებით.

 

ყველა ახალი ამბავი
0