მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

მაიკ პომპეო: შეერთებული შტატები ჯანმოს ალტერნატივას შექმნის

© photo: Sputnik / Alexey Vitvitsky / გადასვლა მედიაბანკშიმაიკ პომპეო
მაიკ პომპეო - Sputnik საქართველო
გამოწერა
სახელმწიფო მდივნის თქმით, შეერთებული შტატები მოძებნის გზას იმისთვის, რომ კვალავაც დარჩეს მსოფლიო ლიდერად ჯანდაცვის სფეროში.

თბილისი, 7 მაისი — Sputnik. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საკუთარი ალტერნატივა შექმნას, ვინაიდან, ვაშინგტონის აზრით, არსებული ორგანიზაცია ვერ გაუმკლავდა COVID-19-ის პანდემიას, განაცხადა Fox Business-ის ეთერში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ. 

ჯანმოს შტაბბინა - Sputnik საქართველო
ეს სპეკულაციაა: ჯანმო კორონავირუსთან დაკავშირებით აშშ-ის განცხადებას აფასებს

ამ დროისათვის, როგორც საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, ქვეყნის ხელისუფლება ჯანმოსთან მიმართებაში სამომავალო გეგმებს აფასებს.

„პრეზიდენტმა ჩვენ მკაფიო მიზანი დაგვისახა: არ უნდა დავუშვათ, რომ ჯანმომ კვლავ წარუმატებლობა განიცადოს. დაუშვებელია, რომ ჯანმოში ასობით მილიონი ამერიკული დოლარი შედიოდეს, თუ ის არ შეასრულებს თავის ამოცანებს“, — ხაზი გაუსვა პომპეომ.

სახელმწიფო მდივნის თქმით, შეერთებული შტატები მოძებნის გზას იმისთვის, რომ კვალავაც დარჩეს მსოფლიო ლიდერად ჯანდაცვის სფეროში. მან ასევე აღნიშნა, რომ ვაშინგტონმა იცის, როგორ უნდა ჩაატაროს საერთაშორისო კამპანიები მედიცინის სფეროში, ამიტომ მზად არის შექმნას საკუთარი სააგენტო ადამიანთა ჯანმრთელობის დასაცავად.

აშშ არ ცნობს ჯანმოს წამყვან როლს COVID-19-თან ბრძოლაში: ვრცელდება განცხადება>>

მანამდე ჯანმომ აშშ-ის განცხადება კორონავირუსის ახალი ტიპის ხელოვნურად შექმნის შესახებ სპეკულაციად შეაფასა. ორგანიზაციის წარმომადგენელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკელ სპეციალისტებს ჯანმოსთვის არანაირი შესაბამისი მონაცემები არ გადაუციათ.

 

ყველა ახალი ამბავი
0