მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ეს ის კიმი არაა: მასმედია ჩრდილოეთ კორეის ლიდერის ორეულზე წერს - ქვეყნდება ფოტოები

© REUTERS / KCNAკიმ ჩენ ინი
კიმ ჩენ ინი  - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჩრდილოეთ კორეის ლიდერი საჯაროდ 11 აპრილის შემდეგ არ გამოჩენილა, რამაც მისი ავადმყოფობისა თუ სულაც სიკვდილის შესახებ გააჩინა ეჭვები. თუმცა რამდენიმე დღის წინ ის ფხენიანში ქარხნის გახსნას დაესწრო და ახალ სკანდალს დაუდო საფუძველი.

თბილისი, 6 მაისი — Sputnik. მას შემდეგ, რაც ჩრდილოეთ კორეის ლიდერი რამდენიმეკვირიანი გაუჩინარების შემდეგ კვლავ გამოჩნდა საჯაროდ ფხენიანში ქარხნის გახსნის ცერემონიაზე, საზოგადოება კიმ ჩენ ინის ორეულზე ალაპარაკდა, წერს გამოცემა Daily Mail.

ჩრდილოეთ კორეის ლიდერს რამდენიმე ფოტო გადაუღეს ლენტის გაჭრის დროს, რომლებიც გახდა კიდეც მითქმა-მოთქმის საფუძველი.

მაგალითად, ბრიტანელი მწერალი ლუიზა მენში ყურადღებას ამახვილებს კიმ ჩენ ინის კბილების ფორმაზე, რომლებიც აქამდე თანაბარი იყო, ახალ ფოტოებზე გამოსახულ მამაკაცს კი კბილები სხვადასხვა სიგრძის აქვს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ იმ სურათებზე, რომლებიც ოფიციალურმა ფხენიანმა გამოაქვეყნა, ჩრდილოეთ კორეის ლიდერს კვლავ უზადო კბილები მოუჩანს.

გარდა ამისა, ბევრმა ისიც შენიშნა, რომ კიმ ჩენ ინს ყურის ნიჟარების ფორმაც შეცვლია. ამაში დასარწმუნებლად მათ ათი წლის წინანდელი და ახლად გადაღებული ფოტოები შეადარეს ერთმანეთს. იუზერების თქმით, სხვაობა ყურის ნიჟარებს შორის შეუიარაღებელი თვალისთვისაც აშკარაა.

​„ეს ერთი და იგივე ადამიანი არაა“, — დარწმუნებულია ლუიზა მენში.

ბლოგერი ჯენიფერ ცზენი, რომელიც ანტიკომუნისტური იდეებით გამოირჩევა, იზიარებს მენშის მოსაზრებებს და სოციალურ ქსელში კიმ ჩენ ინის ფოტოებს აქვეყნებს.

ბლოგერი მოუწოდებს საზოგადოებას, ყურადღება ოთხ რამეზე გაამახვილონ: კბილებზე, ყურებზე, თმებსა და ასევე იმაზე, როდის ჩნდება ხოლმე ჩრდილოეთ კორეის ლიდერის და.

გარდა ამისა, იუზერები ხაზს უსვამენ იმ ფაქტსაც, რომ კიმ ჩენ ინს მარჯვენა ხელზე ხალი ზოგ ფოტოზე აქვს, ზოგზე კი — არა.

ყველა ახალი ამბავი
0