Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

საინტერესო აღმოჩენა: ჯანმო COVID-19-ის პირველ შემთხვევაზე კომენტარს აკეთებს

© photo: AFP 2020 / JOHANNES EISELEკორონავირუსის პანდემია
კორონავირუსის პანდემია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჯანმოს წარმომადგენლის თქმით, შესაძლებელია, რომ ქვეყნებში შემთხვევათა ტესტირების კვალდაკვალ კიდევ უფრო ადრეული შემთხვევები გამოვლინდეს.

თბილისი, 5 მაისი — Sputnik. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში COVID-19-ის გამომწვევი ვირუსით პირველი დაინფიცირება შესაძლოა ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში მოხდა, განაცხადა ჯანმოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა კრისტიან ლინდმაიერმა ბრიფინგზე. 

ჯანმოს შტაბბინა - Sputnik საქართველო
ეს სპეკულაციაა: ჯანმო კორონავირუსთან დაკავშირებით აშშ-ის განცხადებას აფასებს

აღნიშნული კომენტარი მან იმ ინფორმაციაზე გააკეთა, რომლის თანახმადაც, საფრანგეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა.

„ეს საინტერესო აღმოჩენაა, რომელიც ხელს შეუწყობს COVID-19-ის პოტენციური გავრცელების უკეთ გაგებას. ეს გასაკვირი არ არის, ვინაიდან ვირუსის ყველაზე ადრეული შემთხვევები დეკემბრის დასაწყისში დარეგისტრირდა. ასე რომ, შესაძლოა უჰანში ინფიცირებული ადამიანები სხვა ქვეყნებში მოგზაურობდნენ“, — განაცხადა ლინდმაიერმა.

მისი თმით, ასევე შესაძლებელია, რომ ქვეყნებში შემთხვევათა ტესტირების კვალდაკვალ კიდევ უფრო ადრეული შემთხვევები გამოვლინდეს.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსის COVID-19-ის აფეთქება 11 მარტს პანდემიად გამოაცხადა. ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტის მონაცემებით, ვირუსის აფეთქების მომენტიდან დღემდე, COVID-19 მსოფლიოში 3 600 106 ადამიანს დაუდასტურდა. აქედან გარდაიცვალა 251 898 და განიკურნა 1 173 147 კაცი.   

ყველა ახალი ამბავი
0