Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

ეს სპეკულაციაა: ჯანმო კორონავირუსთან დაკავშირებით აშშ-ის განცხადებას აფასებს

© photo: Sputnik / Alexey Vitvitsky / გადასვლა მედიაბანკშიჯანმოს შტაბბინა
ჯანმოს შტაბბინა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მანამდე აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მძიმე შედეგებით დაემუქრა ჩინეთს იმ შემთხვევაში, თუ გაირკვევა, რომ პეკინმა შეგნებულად დაუშვა COVID-19-ის ეპიდაფეთქება.

თბილისი, 5 მაისი — Sputnik. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას სურს მიიღოს ცნობები კორონავირუსის წარმოშობის შესახებ აშშ-სგან, თუ ის ამგვარ ინფორმაციას ფლობს, აცხადებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო სიტუაციათა პროგრამის დირექტორი მაიკლ რაიანი. 

დონალდ ტრამპი - Sputnik საქართველო
ჩინეთს შეეშალა და არ აღიარა: ტრამპს კორონავირუსზე დეტალური ანგარიში წარუდგინეს

მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალ ტრამპმა აღნიშნა, რომ COVID-19-თან დაკავშირებით ჩინეთმა შეცდომა დაუშვა და შეეცადა დაემალა ეს. ტრამპი მძიმე შედეგებით დაემუქრა ჩინეთს იმ შემთხვევაში, თუ გაირკვევა, რომ პეკინმა შეგნებულად დაუშვა COVID-19-ის ეპიდაფეთქება. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარყო ბრალდება და აღნიშნა, რომ პეკინი ეპიდემიის დაწყების დღიდან იჩენდა ღია და პასუხისმგებლიან პოზიციას.

მაიკლ რაიანის თქმით, ჯანმოს აშშ-სგან არ მიუღია არანაირი მონაცემები კორონავირუსის შესაძლო ხელოვნური წარმოშობის შესახებ.

„ჩვენ არ მიგვიღია არანაირი მონაცემები ან კონკრეტული მტკიცებულებები აშშ-ის ხელისუფლებისგან  ვირუსის სავარაუდო წარმოშობის შესახებ. ჩვენი აზრით, ეს სპეკულაციაა“, — განაცხადა პროგრამის დირექტორმა.

მისი თქმით, ჯანმო მხოლოდ დადასტურებულ მონაცემებს ეყრდნობა და ორგანიზაციას სურს მიიღოს ცნობები ვირუსის წარმოშობის შესახებ, „ვინაიდან ეს მნიშვნელოვანი ინფორმაციაა, რომელიც საზოგადოებრივ ჯანდაცვას ეხება და აუცილებელია სამომავლო კონტროლისთვის“

  • „თუ ამგვარი მონაცემები და მტკიცებულებები არსებობს, აშშ-ის მთავრობა გადაწყვეტს, გაგვიზიარებს თუ არა მათ და როდის გააკეთებს ამას. ჯანმოს ამ შემთხვევაში უჭირს ინფორმაციულ ვაკუუმში მუშაობა“, - განმარტა მაიკლ რაიანმა.  

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო დაავადებათა ქვედანაყოფის ხელმძღვანელი მარია ვან კერკჰოვე, თავის მხრივ, ეთანხმება ექსპერტთა მოსაზრებას კორონავირუსის ცხოველური წარმოშობის თაობაზე, რასაც COVID-19-ის და ასევე სხვა კორონავირუსების გენეტიკური თანმიმდევრობა ადასტურებს.

რატომ მალავდა ჩინეთი ინფორმაციას: ქვეყნდება აშშ-ის დაზვერვის მონაცემები>>

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID-19-ის აფეთქება 11 მარტს გამოაცხადა პანდემიად. ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტის მონაცემებით, ვირუსის აფეთქების მომენტიდან დღემდე, COVID-19 მსოფლიოში 3 584 322 ადამიანს დასტურდა. აქედან გარდაიცვალა 251 580 და განიკურნა 1 168 030 კაცი.   

 

ყველა ახალი ამბავი
0