მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

საუკუნის ბოლოს ადამიანი მნიშვნელოვნად „გამოსულელდება“ - მეცნიერთა დასკვნა

© Sputnik / Alexander Imedashviliადამიანები პეიზაჟს უყურებენ
ადამიანები პეიზაჟს უყურებენ  - Sputnik საქართველო
გამოწერა
მეცნიერების თქმით, 2100 წლისთვის ნახშირბადის ანჰიდრიდის დონე ღია სივრცეში შესაძლოა 930 ppm-მდე გაიზარდოს, ხოლო დახურულ სივრცეში —1400 ppm-მდე.

თბილისი, 5 მაისი — Sputnik. დედამიწაზე ნახშირბადის ანჰიდრიდის დონე იზრდება, რაც ადამიანის ცნობიერებაზე გავლენას ახდენს, აცხადებს კოლორადოს უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფი. მათი დასკვნები გამოქვეყნებულია ჟურნალში AGU GeoHealth

ელექტრომობილი - Sputnik საქართველო
ელექტრომობილი დიზელისძრავიან მანქანაზე ბევრად მავნებელია: გერმანელი მეცნიერების დასკვნა

სწავლულების თქმით, თუ СО2-ის გამონაბოლქვი იგივე დონეზე დარჩება, კაცობრიობა საუკუნის ბოლოს მნიშვნელოვნად „გამოსულელდება“. 

მეცნიერები ირწმუნებიან, რომ ადამიანებში გადაწყვეტილების მიღებისთვის აუცილებელი უნარები დაახლოებით 25%-ით შემცირდება, ხოლო რთული სტრატეგიული აზროვნება შესაძლოა 50%-ითაც კი შესუსტდეს. 

„კვლევებში წარმოდგენილია მნიშვნელოვანი კოგნიტიური დარღვევების დამადასტურებელი სარწმუნო მტკიცებულებები. განსაკუთრებით მგრძნობიარე СО2-ის დონის ზრდის მიმართ აღმოჩნდა ისეთი სფეროები, როგორებიცაა გადაწყვეტილების მიღება და მომავლის დაგეგმვა“, — აცხადებს კვლევის ერთ-ერთი თანაავტორი. 

კვლევის თანახმად, ამ დროისათვის СО2-ის დონე ჰაერში უმაღლეს ნიშნულს აღწევს ბოლო 800 წლის განმავლობაში. თუ ინდუსტრიამდელ ეპოქაში, დაახლოებით მე-19 საუკუნის შუა წლებში, ეს მაჩვენებელი 280 ppm-ს (ანუ 280 ნაწილაკი ერთ მილიონზე) შეადგენდა, 2020 წლის თებერვლის მონაცემებით, СО2-ის კონცენტრაცია უკვე 414 ppm-ს აღწევს.

მეცნიერების თქმით, 2100 წლისთვის ნახშირბადის ანჰიდრიდის დონე ღია სივრცეში შესაძლოა 930 ppm-მდე გაიზარდოს, ხოლო დახურულ სივრცეში —1400 ppm-მდე. 

 

ყველა ახალი ამბავი
0