მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

„სექსუალური მტაცებელი“ - ჯო ბაიდენს გაუპატიურებაში სდებენ ბრალს

© photo: AFP 2020 / Brendan Smialowski ჯო ბაიდენი
ჯო ბაიდენი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტარა რიდის თქმით, ინციდენტი აშშ-ის სენატის დერეფანში მოხდა, რა დროსაც ბაიდენმა მსხვერპლს „ხელი ქვედაბოლოს ქვეშ შეუცურა და სექსუალური ხასიათის მოქმედება ჩაიდინა“.

თბილისი, 29 აპრილი — Sputnik. აშშ-ის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტსა და პრეზიდენტობის ამჟამინდელ კანდიდატს, 77 წლის ჯო ბაიდენს ყოფილმა თანამშრომელმა ქალმა ტარა რიდმა გაუპატიურებაში დასდო ბრალი, იუწყება მასმედია.

​მანამდე გამოცემა Business Insider-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რიდმა საჩივრით მიმართა ვაშინგტონის პოლიციას და მას სექსუალურ შევიწროებაში დასდო ბრალი. ქალი ირწმუნება, რომ ბაიდენი მას 1993 წელს ავიწროებდა, როდესაც ის სენატორი იყო.

მისი თქმით, ინციდენტი აშშ-ის სენატის დერეფანში მოხდა, რა დროსაც ბაიდენმა მსხვერპლს „ხელი ქვედაბოლოს ქვეშ შეუცურა და სექსუალური ხასიათის მოქმედება ჩაიდინა“.

ტელეარხ Fox News-ის ცნობით, რიდმა აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა, წინა არჩევნებში დონალდ ტრამპთან დამარცხებულმა ჰილარი კლინტონმა ჯო ბაიდენს დაუჭირა მხარი.

„მე ჰილარი კლინტონს მივეცი ხმა 2016 წელს... მთელი ცხოვრება დემოკრატებს ვუჭერ მხარს. და მაინც, ახლა ვხედავ, რომ ვიღაც ხელს უწყობს სექსუალურ მტაცებელს, ჩემს ყოფილ ბოსს ჯო ბაიდენს, რომელმაც გამაუპატიურა“, — განაცხადა რიდმა.

მისი თქმით, ჰილარი კლინტონი მანამდეც აძლევდა ნებას გავლენიან მამაკაცებს, დაემალათ თავიანთი „მტაცებლური სექსუალური ქცევა“.

პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატის საარჩევნო შტაბი ტარა რიდის ბრალდებას სიცრუეს უწოდებს და უარყოფს მას.

ყველა ახალი ამბავი
0