მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

სამხრეთ კორეა ადასტურებს, რომ კიმ ჩენ ინი ცოცხალია და ჯანმრთელი

გამოწერა
კიმ ჩენ ინის ბოლო ფოტო 12 აპრილს გამოქვეყნდა, მას შემდეგ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი საჯაროდ არ გამოჩენილა.

თბილისი, 27 აპრილი — Sputnik. ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი ცოცხალია და ჯანმრთელი, განუცხადა CNN-ს სამხრეთ კორეის პრეზიდენტის თანაშემწემ გაერთიანების, საერთაშორისო ურთიერთობებისა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მუნ ჩჟონ ინმა. 

ფხენიანი - Sputnik საქართველო
COVID-19: ჩრდილოეთ კორეა დახმარებას ფარულად ითხოვს

მანამდე სამხრეთ კორეულმა გამოცემა Daily NK-მ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ კიმ ჩენ ინი ოპერაციის შემდეგ მკურნალობის კურსს გადიოდა. ამის შემდეგ სოციალურ ქსელებსა და მედიასაშუალებებში გაჩნდა ცნობა, თითქოს ჩრდილოეთ კორეის ლიდერი გარდაიცვალა.

„ჩვენი მთავრობის პოზიცია მტკიცეა. კიმ ჩენ ინი ცოცხალია და ჯანმრთელი. ის 13 აპრილიდან ვონსანის რაიონში იმყოფება. არანაირი საეჭვო გადაადგილებები ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა“, — განაცხადა მუნ ჩჟონმა.

გაზეთ „ნოდონ სინმუნის“ (სამხრეთ კორეა) ცნობით, კიმ ჩენ ინმა რამდენიმე დღის წინ წერილობით გადაუხადა მადლობა ტურისტული კომპლექსის მშნებელებს, თუმცა გამოცემას არ აქვს არანაირი ინფორმაცია მისი საჯარო ღონისძიებებში მონაწილეობის შესახებ.

ჩრდილოკორეული მედიის ინფორმაციით, ქვეყნის ლიდერის სახელით ანალოგიური მილოცვა მიიღეს ბოლო წლების სხვა მსხვილი მშენებლობების მონაწილეებმაც.

​აღსანიშნავია, რომ კიმ ჩენ ინი საჯაროდ 12 აპრილის შემდეგ არ გამოჩენილა. სწორედ მაშინ გამოქვეყნდა ლიდერის ბოლო ფოტო, რომელიც ჩრდილოეთ კორეის სამხედრო-საჰაერო ძალების მოიერიშე-გამანადგურებელი პოლკის ინსპექტირებისას იყო გადაღებული.

 

ყველა ახალი ამბავი
0