04:17 01 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7732
  • 100 RUB4.0776
  • USD3.2327
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1186)
1285 0 0

კომპიუტერულმა მოდელმა აჩვენა, რომ თუ ინფიცირებული მაზაღიის ერთ რიგში დაახველებს, ვირუსული ნაწილაკების ღრუბელი მარტივად გადალახავს სტელაჟებს და რამდენიმე წუთის განმავლობაში თავისუფლად იმოძრავებს რიგებს შორის.

თბილისი, 20 აპრილი — Sputnik. ფინეთის რამდენიმე უმაღლესი სასწავლებლის მეცნიერთა ჯგუფმა გამოთვალა, როგორ ვრცელდება COVID-19-ის გამომწვევი ვირუსული ნაწილაკები ჰაერში მას შემდეგ, რაც ინფიცირებული ადამიანი დაახველებს.

მეცნიერებმა კვლევა სუპერკომპიუტერის მეშვეობით ჩაატარეს და დაადგინეს, როგორ შეიძლება გავრცელდეს  ვირუსი სუპერმარკეტში, სადაც ვენტილაციის სისტემა მუშაობს.

კომპიუტერულმა მოდელმა აჩვენა, რომ თუ ინფიცირებული მაღაზიის ერთ რიგში დაახველებს, ვირუსული ნაწილაკების ღრუბელი მარტივად გადალახავს სტელაჟებს და რამდენიმე წუთის განმავლობაში თავისუფლად იმოძრავებს რიგებს შორის.

აღსანიშნავია, რომ მანამდე მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (აშშ) პროფესორმა ლიდია ბურუიბამ ზესწრაფი კამერის დახმარებით თვალსაჩინოდ დაამტკიცა, რომ დაცემინებისა თუ დახველების დროს ვირუსებით გაჯერებული აეროზოლური ღრუბელი 8 მეტრზე ვრცელდება.

​ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტის მონაცემებით, ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ მსოფლიოს 185 ქვეყანაში, ვირუსის აფეთქების მომენტიდან დღემდე, 2 404 325 ადამიანი შეადგინა, აქედან გარდაცვლილია 165 238 და განკურნებულია 624 798 პაციენტი. 

თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1186)

მთავარი თემები