მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

OPEC+ შეთანხმდა: ნავთობის მსოფლიო ფასმა ზრდა დაიწყო

© photo: Sputnik / Vitaliy Timkivსანავთობე ტუმბო
სანავთობე ტუმბო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ორშაბათის დილის მონაცემებით, Brent-ის მარკის ჩრდილოეთის ზღვის ნავთობშენაერთებზე ივნისის ფიუჩერსების ფასი 4,40%-ით გაიზარდა და ბარელზე 33,22 დოლარი შეადგინა. ხოლო WTI-ს მაისის ფიუჩერსებმა 7,07%-ით მოიმატა და ბარელზე 24,37 დოლარს მიაღწია.

თბილისი, 13 აპრილი — Sputnik. ნავთობის სადღეღამისო მოპოვების შემცირების შესახებ OPEC+-ის შეთანხმების შემდეგ მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასმა ზრდა დაიწყო. 

დმიტრი პესკოვი - Sputnik საქართველო
საჭირო მომენტში ორივე პრეზიდენტი ივიწყებს უთანხმოებას: პესკოვის კომენტარი

OPEC+-მა კვირას დაამტკიცა ახალი დოკუმენტი, რომლის თანახმადაც ნავთობის სადღეღამისო მოპოვება 2018 წლის ოქტომბრის დონემდე მცირდება: 23%-ით მაისი–ივნისში, 18%-ით 2020 წლის ბოლომდე და 14%-ით 2022 წლის აპრილის ბოლომდე. 

ორშაბათის დილის მონაცემებით, Brent-ის მარკის ჩრდილოეთის ზღვის ნავთობშენაერთებზე ივნისის ფიუჩერსების ფასი 4,40%-ით გაიზარდა და ბარელზე 33,22 დოლარი შეადგინა. ხოლო WTI-ს მაისის ფიუჩერსებმა 7,07%-ით მოიმატა და ბარელზე 24,37 დოლარს მიაღწია. 

პირველ ეტაპზე ალიანსი მოპოვებას 9,7 მლნ ბარელით შეამცირებს, შემდეგ კი 8 და 6 მლნ ბარელით. რუსეთისა და საუდის არაბეთისთვის ათვლის ბაზად დღე-ღამეში 11 მლნ ბარელი იქნება. ცალკე პირობები მოითხოვა მექსიკამ, რომელიც მოპოვებას მხოლოდ 100 ათასი ბარელით შეამცირებს მაისსა და ივნისში, დანარჩენის კომპენსაციას კი აშშ მოახდენს.

ყველა ახალი ამბავი
0