მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ვაჭრობის შედეგები: Brent-ის მარკის ნავთობის ფასმა მოიმატა

© photo: Sputnik / Vitaliy Timkivსანავთობე ტუმბო
სანავთობე ტუმბო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ინვესტორებს იმედი აქვთ, რომ OPEC+-ის წევრები 9 აპრილის შეხვედრაზე ახალ შეთანხმებას მიაღწევენ ნედლეულის მოპოვების შემცირების შესახებ, რაც ბაზრის სტაბილიზაციას შეუწყობს ხელს.

თბილისი, 7 აპრილი — Sputnik. ნავთობის მსოფლიო ფასები, OPEC+-ის წევრი ქვეყნების შეხვედრის მოლიდინის ფონზე, დამაჯერებლად იზრდება, რაზეც ვაჭრობის შედეგები მეტყველებს.

7 აპრილის დილით Brent-ის მარკის ნავთობზე ივნისის ფიუჩერსების ფასმა 3%-ით მოიმატა და 34,04 დოლარი შეადგინა ბარელზე. ხოლო მაისის ფიუჩერსების ფასი WTI-ზე 3,53%-ით გაიზარდა და 27 დოლარს მიაღწია.

ინვესტორებს იმედი აქვთ, რომ OPEC+-ის წევრები 9 აპრილის შეხვედრაზე ახალ შეთანხმებას მიაღწევენ ნედლეულის მოპოვების შემცირების შესახებ, რაც ბაზრის სტაბილიზაციას შეუწყობს ხელს.

OPEC+-ის შეთანხმებამ მოქმედება 1 აპრილიდან შეწყვიტა, ვინაიდან მარტის დასაწყისში ალიანსის წევრები ახალი გარიგების გაფორმებაზე ვერ შეთანხმდნენ. ამ ფაქტმა, კორონავირუსის პანდემიასთან ერთად, ნავთობის ბაზარზე ფასების ჩამოშლა გამოიწვია.

ყველა ახალი ამბავი
0