Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

დაკავებულია პირი, რომელმაც ბანკომატზე დანერწყვილი ფული დატოვა – მსოფლიო შუაღამიდან დილამდე

გამოწერა
პოლიციამ დააკავა 64 წლის მამაკაცი, რომელმაც ბანკომატზე შეგნებულად დატოვა დანერწყვილი კუპიურა წარწერით: „მე ცოცხალი ვარ იესოს წყალობით“. ვრცელდება ვიდეო.

თბილისი, 3 აპრილი — Sputnik. ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ მსოფლიოს 181 ქვეყანაში ვირუსის აფეთქების მომენტიდან დღემდე 1 016 128 ადამიანი შეადგინა, აქედან გარდაცვლილია 53 146 და განკურნებულია 211 615 პაციენტი. მონაცემები აღებულია ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტიდან. 

მაგიდების დეზინფექცია რესტორანში გახსნის წინ - Sputnik საქართველო
კორონავირუსი საქართველოში: საგანგებო მდგომარეობის შემდეგ შეზღუდვების სრული სია/21 ივლისი

ამასთან, ამ დროისათვის ინფიცირებულთა რაოდენობით პირველ პოზიციაზეა აშშ — 245 540 ინფიცირებულით, მეორეზე — იტალია (115 242), მესამეზე — ესპანეთი (112 065). 

ქვეყნების რაოდენობამ, სადაც COVID-19-ით დაავადებულთა რიცხვმა ათასს გადააჭარბა, ამ დროისათვის 52-ს შეადგენს. ამ ნიშნულის ზღვარზეა კიდევ რამდენიმე სახელმწიფო. 

COVID-19-ით გამოწვეული და მასთან დაკავშირებული რამდენიმე მოვლენა, რომლებიც 2–3 აპრილის ღამით მოხდა მსოფლიოში, ასე გამოიყურება: 

  • შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირმა, დიდმა ბრიტანეთმა, უკრაინამ და საქართველომ გაეროს გენერალურ ასამბლეას არ მიაღებინეს რუსეთის მიერ წამოყენებული წინადადება ქვეყნებისთვის ცალმხრივად დაწესებული სანქციების გაუქმების თაობაზე, „რომლებიც ხელს უშლის ქვეყნებს კორონავირუსთან ბრძოლაში“; 
  • კამბოჯაში დააპატიმრეს 64 წლის ტურისტი, რომელმაც დანერწყვილი კუპიურა დატოვა ბანკომატზე;
  • ​ჯანმრთელ ადამიანებს ნიღბების ტარება არ სჭირდებათ, ის ვერ იქნება COVID-19-სგან თავდაცვის გარანტია, ნიღაბი უნდა ატაროს იმან, ვისაც კორონავირუსის სიმპტომები აქვს და ასევე მათ, ვინც ინფიცირებულ ადამიანებს უვლის, განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა; 
  • შვედეთის ხელისუფლებას, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 4,5 ათასი შემთხვევაა დაფიქსირებული, აქამდე არ შემოუღია საკარანტინო ზომები. იქ ამ მომენტამდე მუშაობს საბავშვო ბაღები, სკოლები, რესტორნები თუ სპორტდარბაზები. შეზღუდულია მხოლოდ 50-ზე მეტი ადამიანის თავშეყრა. როგორც საზოგადოებრივი რისკების შესწავლის ცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს, ხელისუფლება იყენებს „რეკომენდაციებისა და ნდობის“ მეთოდს, რომელიც შვედების სახელმწიფოსა და ერთმანეთისადმი მაღალ ნდობას ეფუძნება; 
  • ერაყის ხელისუფლებამ სამი თვით შეაჩერა ბრიტანული სააგენტო Reuters-ის მუშაობა ქვეყანაში და ფულადი ჯარიმა დააკისრა მას სტატიისთვის, რომელიც კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობას ეხებოდა. კერძოდ, პუბლიკაციაში ნათქვამი იყო, რომ ერაყში COVID-19-ით იმაზე მეტი ადამიანია დაავადებული, ვიდრე ამას ხელისუფლება ოფიციალურად აცხადებს; 
  • „საერთოდ არ მაღელვებს რუსეთი და პროპაგანდა, არანაირად. მე მივიღე ბევრი მაღალხარისხიანი სამედიცინო აღჭურვილობა. ამას შეუძლია ბევრი სიცოცხლის გადარჩენა და მე მას მივიღებ ნებისმიერ დღეს“, — განაცხადა დონალდ ტრამპმა რუსეთიდან მიღებულ ჰუმანიტარულ დახმარებასთან დაკავშირებით და ამას „ლამაზი ჟესტი“ უწოდა ვლადიმირ პუტინის მხრიდან; 
  • ლიბანის ერთ-ერთი ტელეარხის მიერ გავრცელებული არასწორი ინფორმაციის გამო, თითქოს შინაური ცხოველები COVID-19-ის გადამტანები შეიძლება იყვნენ, ქვეყნის მოსახლეობამ მასიურად დაიწყო საკუთარი ბინადრების თავიდან მოშორება;
ყველა ახალი ამბავი
0