Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

მსოფლიო შუაღამიდან დილამდე: „აღდგომაზე შინ ილოცეთ!“ – ბერძნული სინოდის გადაწყვეტილება

© REUTERS / STRINGERკორონავირუსი
კორონავირუსი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ელადის მართლმადიდებლური ეკლესიის სინოდმა მოუწოდა მორწმუნეებს, აღდგომის დღესასწაულზე შინ ილოცონ, შეასრულონ ხელისუფლების რეკომენდაციები პანდემიასთან დაკავშირებით და ყური არ უგდონ მათ, ვინც რწმენის სახელით დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებთ.

თბილისი, 2 აპრილი — Sputnik. ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ მსოფლიოს 180 ქვეყანაში, ვირუსის აფეთქების მომენტიდან დღემდე, 937 567 ადამიანი შეადგინა, აქედან გარდაცვლილია 47 256 და განკურნებულია  194 311 პაციენტი. მონაცემები აღებულია ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტიდან

მაგიდების დეზინფექცია რესტორანში გახსნის წინ - Sputnik საქართველო
კორონავირუსი საქართველოში: საგანგებო მდგომარეობის შემდეგ შეზღუდვების სრული სია/21 ივლისი

ამასთან, ამ დროისათვის ინფიცირებულთა რაოდენობით პირველ პოზიციაზეა აშშ — 216 721 ინფიცირებულით, მეორეზე — იტალია (110 571), მესამეზე — ესპანეთი (104 118).

ქვეყნების რაოდენობამ, სადაც COVID-19-ით დაავადებულთა რიცხვმა ათასს გადააჭარბა, ამ დროისათვის 50-ს შეადგენს. ამ ნიშნულის ზღვარზეა კიდევ რამდენიმე სახელმწიფო. 

COVID-19-ით გამოწვეული და მასთან დაკავშირებული რამდენიმე მოვლენა, რომლებიც 1–2 აპრილის ღამით მოხდა მსოფლიოში, ასე გამოიყურება: 

  • ელადის მართლმადიდებლური ეკლესიის სინოდმა მოუწოდა მორწმუნეებს, აღდგომის დღესასწაულზე შინ ილოცონ, შეასრულონ ხელისუფლების რეკომენდაციები პანდემიასთან დაკავშირებით და ყური არ უგდონ მათ, ვინც რწმენის სახელით დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებთ; 
  • NASA-მ თანამშრომლებს შორის კორონავირუსთან ბრძოლის იდეების კონკურსი გამოაცხადა სამი მიმართულებით: პირადი დაცვის საშუალებები, ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატები და ასევე COVID-19-ის გავრცელებასა და მის შედეგებზე დაკვირვება/პროგნოზირება;
  • აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მორგან ორტაგუსმა ამერიკელებს მოუწოდა, თავი დაანებონ ტუალეტის ქაღალდის მასიურად შეძენას. „ამერიკა, მოდუნდი ტუალეტის ქაღალდის მიმართ!“ — მოუწოდა მან მოსახლეობას სახელმწიფო დეპარტამენტის Twitter-ზე განთავსებული მოკლე ვიდეოთი.  
  • ​ბრიტანეთში 6 თვით დააპატიმრეს მამაკაცი, რომელიც პოლიციელს ემუქრებოდა, რომ დაახველებდა და კორონავირუსს გადასდებდა;
  • COVID-19-ის პანდემიამ მსოფლიო შესაძლოა ბიოლოგიური პასპორტების შექმნამდე მიიყვანოს, რომლებშიც ასახული იქნება მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ეს უსაფრთხოების გარანტია იქნება ქვეყნებისთვის, რათა არ დაუშვან ტერიტორიაზე ინფიცირებული ან რისკის ჯგუფში შემავალი უცხოელები, ნათქვამია Deutsche Bank-ის კვლევაში;
  • კორონავირუსის ეპიდემიით მოცულ ლომბარდიაში (იტალია) COVID-19-ის ახალი, აქამდე უცნობი თავისებურებები გამოვლინდა — მსუბუქი ფორმით დაავადებული ზოგი პაციენტი, რომლებსაც ლეტალური შედეგი, წესით, არ უნდა დადგომოდა, უბრალოდ იძინებდა და აღარ იღვიძებდა, წერს რუსული მედია იტალიაში დასახმარებლად ჩასულ რუს ექიმებზე დაყრდნობით;
  • სამი „ემისა“ და „გრემის“ მფლობელი ამერიკელი კომპოზიტორი, 52 წლის ადამ შლეზინგერი კორონავირუსული ინფექციით გარდაიცვალა; 
  • ​რუსეთის მთავარი ინფექციონისტის ვლადიმირ ნიკიფოროვის თქმით, COVID-19-ის აფეთქება ქვეყანაში ზაფხულისთვის გადაივლის, ხოლო პიკი 8–10 აპრილისთვის დადგება;
  • დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ მასშტაბურ ანტინარკოტიკულ ოპერაციას იწყებს დასავლეთ ნახევარსფეროში, რათა კარტელებმა კორონავირუსის პანდემიით არ ისარგებლონ;
  • აშშ-ის მთავარ ინფექციონისტს ენტონი ფაუჩის სახელმწიფო დაცვა გამოუყვეს მუქარის შემცველი შეტყობინებების გამო... 
ყველა ახალი ამბავი
0