თბილისი, 31 მარტი – Sputnik. გარდაიცვალა დიდი პოლონელი კომპოზიტორი და დირიჟორი კშიშტოფ პენდერეცკი. ის 86 წლისა იყო, იუწყება რადიო Sputnik.
„ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა კშიშტოფ პენდერეცკი – ერთ-ერთი უდიდესი პოლონელი მუსიკოსი, კლასიკურ მუსიკაში მსოფლიო დონის ავტორიტეტი“, – ნათქვამია პოლონეთის კულტურის სამინისტროს განცხადებაში.
პენდერეცკი იყო ავტორი კონცერტების, ოპერების, საგუნდო, ინსტრუმენტული თუ კამერული მუსიკისა. მისი მუსიკა ჟღერს სხვადასხვა ცნობილ კინოფილმში – სტენლი კუბრიკის „ნათება“, ალფონსო კუარონის „კაცობრიობის პირმშო“, მარტინ სკორსეზეს „შეშლილთა კუნძული“, უილიამ ფრიდკინის „ეშმაკის განმდეველი", დევიდ ლინჩის „ტვინ პიქსი“ და სხვ.
პენდერეცკის ნაწარმოებებს ასრულებდნენ მსოფლიოში ცნობილი და აღიარებული მუსიკოსები, მათ შორის იყო მსტისლავ როსტროპოვიჩი.
პენდერეცკის ყველაზე ცნობილი ნაწარმოებებიდან აღსანიშნავია „გოდება ჰიროშიმას მსხვერპლთათვის“, სიმფონია №3, „ლუკას ვნებანი“, პოლონური რეკვიემი, Anaklasis და Utrenja. პენდერეცკიმ შექმნა ოთხი ოპერა, რვა სიმფონია და სხვა საორკესტრო ნაწარმოებები, კონცერტები სხვადასხვა ინსტრუმენტებისთვის, საგუნდო ნამუშევრები, კამერული და სოლო ინსტრუმენტული ნაწარმოებები.