Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

COVID-19 პანდემიის მსხვერპლთა გლოვის ნიშნად ვატიკანმა დროშები დაუშვა

© AFP 2024 / MAURIZIO BRAMBATTIვატიკანის დროშა
ვატიკანის დროშა - Sputnik საქართველო
გამოწერა
წმინდა საყდარი მსოფლიოს ხალხებთან ერთად გლოვობს კორონავირუსით გარდაცვლილებს და უსამძიმრებს მათ ოჯახებს.

თბილისი, 31 მარტი — Sputnik. ვატიკანმა, იტალიასა და მსოფლიოში კორონავირუსული პანდემიის მსხვერპლთა გლოვის ნიშნად, სახელმწიფო დროშები დაუშვა, განაცხადა ვატიკანის პრეს-სსამსახურის ხელმძღვანელმა მატეო ბრუნიმ.

​„დღის განმავლობაში წმინდა საყდარი გლოვის ნიშნად დროშებს დაუშვებს, რათა თავისი სიახლოვე გამოხატოს იტალიასა და მსოფლიოში პანდემიის მსხვერპლთა მიმართ, მათი ოჯახებისა და მათთვის, ვინც კეთილშობილ ბრძოლას აწარმოებს ამის დასასრულებლად“, — განაცხადა ვატიკანის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

COVID-19-ის გავრცელების მიხედვით, იტალია პირველ ადგილზეა ევროპის ქვეყნებს შორის. ეპიდემიის აფეთქების მომენტიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 101 739 შემთხვევაა გამოვლენილი. ინფიცირებულთაგან გარდაიცვალა 11 591 და განიკურნა 14 620 პაციენტი.

ქალაქი-სახელმწიფო ვატიკანის მოქალაქეებს შორის 6 ადამიანია კორონავირუსით ინფიცირებული.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტის მონაცემებით, ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ მსოფლიოში, ვირუსის აფეთქების მომენტიდან დღემდე, 788 522 ადამიანი შეადგინა, აქედან გარდაცვლილია 37 878 და განკურნებულია 166 768 პაციენტი.

ყველა ახალი ამბავი
0