Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

COVID-19 მსოფლიოში: დიდი რაოდენობით პროდუქტის გაცემისთვის სერიოზული ჯარიმა წესდება

© Sputnik / Alex Shlamovვითარება სუპერმარკეტებში
ვითარება სუპერმარკეტებში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალი რეგულაციებით, გერმანიის მოსახლეობა კვებისა და სხვა პროდუქტების შეძენას მხოლოდ იმ რაოდენობით შეძლებს, რამდენსაც ამ დრომდე ჩვეულებრივ მოიხმარდა საშუალო სტატისტიკური ოჯახი.

თბილისი, 24 მარტი — Sputnik. გერმანიის რამდენიმე ქალაქში პროდუქტების მასობრივ შესყიდვაზე დიდი რაოდენობით ჯარიმა წესდება, იუწყება მასმედია.

სამედიცინო ბრიგადა - Sputnik საქართველო
„ვიქნებით უმოწყალონი და ულმობელნი“: ქვეყანა მოხუცებულთა თავშესაფრებს ამოწმებს

მარბურგისა და ჰანაუს შემდეგ, პროდუქციის შეძენაზე შეზღუდვები ფრანკფურტშიც წესდება. 

ახალი რეგულაციებით, ქვეყნის მოსახლეობა კვებისა და სხვა პროდუქტების შეძენას მხოლოდ იმ რაოდენობით შეძლებს, რამდენსაც ამ დრომდე ჩვეულებრივ მოიხმარდა საშუალო სტატისტიკური ოჯახი.

„ფრანკფურტელები სანიმუშოდ იქცევიან, მაგრამ თეთრი ყვავები ყველგან არიან, რომლებიც თავიანთი ქცევით ზიანს აყენებენ სხვებს“, — განაცხადა ფრანკფურტის მერმა პეტერ ფელდმანმა.

საინტერესო ისაა, რომ ახალი რეგლამენტის დარღვევის შემთხვევაში 25 ათას ევრომდე თანხით დაჯარიმდებიან არა მოქალაქეები, არამედ მაღაზიები, რომლებიც ვალდებული ხდებიან, აკონტროლონ გაყიდული საქონლის რაოდენობა.

ამასთან, გარკვეული შეზღუდვა მომხმარებლებსაც უწესდებათ. ახალი რეგულაციებით, მაღაზიებში 20 კვ.მ-ზე მხოლოდ ერთი მყიდველის ყოფნა დაიშვება, დანარჩენები ვალდებული არიან, გარეთ დაელოდონ რიგს და ერთმანეთს შორის 1,5 მ დისტანცია დაიცვან.

აღნიშნული წესები ძალაში 19 აპრილამდე იქნება, თუმცა მისი გახანგრძლივება გამორიცხული არ არის. 

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტის მონაცემებით, ამ დროისათვის გერმანიაში COVID-19-ით ინფიცირებულია 29 056 ადამიანი. აქედან გარდაიცვალა 123 და განიკურნა 453 პაციენტი. 

ყველა ახალი ამბავი
0