თბილისი, 24 მარტი — Sputnik. ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტის მონაცემებით, ამ დროისათვის მსოფლიოს მასშტაბით COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 381 621 ადამიანს შეადგენს.
ეპიდემიის აფეთქების მომენტიდან დღემდე სულ გარდაცვლილია 16 563 და განკურნებულია 101 806 კაცი.
ქვეყნების რაოდენობა, სადაც ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა ათასს გადააჭარბა, ამ მომენტისთვის 26-ია.
COVID-19-თან დაკავშირებული და მისით გამოწვეული ძირითადი მოვლენები, რომლებიც 23–24 მარტის შუაღამიდან ამ დრომდე მოხდა, ასე გამოიყურება:
- ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა ტედროს გებრეიესუსმა განაცხადა, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ ექიმებს შეუძლიათ გამოიყენონ ტუბერკულოზთან და სხვა სერიოზულ დაავადებებთან ბრძოლის უკვე არსებული პროგრამების პოტენციალი, კერძოდ, დაავადების პროფილაქტიკისთვის.
- მადონამ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ის ვარდის ფურცლებით მოფენილ აბაზანაში წევს. მომღერალი COVID-19-ს „დიდ გამთანაბრებელს“ უწოდებს, ვინაიდან მას „არ აინტერესებს, ვის რამდენი ფული აქვს და ვინ რამდენად ცნობილია“;
No-Discrimination- Covid-19!! #quarantine #covid_19 #staysafe #becreative #brianeno pic.twitter.com/tvdzeJ7vv9
— Madonna (@Madonna) March 22, 2020
- ამერიკული უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch-ის ხელმძღვანელმა კენეტ როტმა Twitter-ზე დაწერა, რომ რუსეთში მდიდარი ადამიანები დიდი რაოდენობით ყიდულობენ ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატებს, რომლებიც შემდეგ უბრალო მოქალაქეებისთვის არასაკმარისი იქნება, და მოუწოდა ხელისუფლებას, რომელიც, მისი თქმით, „არაფერს აკეთებს“, მიიღოს ზომები. რუსეთში აღნიშნულს დეზინფორმაცია უწოდეს;
Putin's government is doing nothing to stop wealthy Russians from buying up ventilators and setting up private clinics in their homes in case they catch COVID-19, leaving ordinary Russians with a likely shortage of this life-saving equipment. https://t.co/NrXfgTiawc
— Kenneth Roth (@KenRoth) March 23, 2020
- ქვეყნის მასშტაბით COVID-19-ით დაავადებულთა მესამედზე მეტი, 35% ნიუ-იორკზე მოდის, განაცხადა ქალაქის მერმა ბილ დე ბლაზიომ. ამ დროისათვის აშშ-ში ინფიცირებულია 46 442 ადამიანი;
- ბრიტანეთში გამოცხადებული კარანტინის საფუძველზე პოლიცია პარკებსა და ქუჩებში ორ ადამიანზე მეტის შეკრებას კრძალავს. ეს შეზღუდვა არ ეხება ერთი ოჯახის წევრებს;
- ესპანელმა სამხედროებმა, რომლებიც მოხუცებულთა თავშესაფრებში დეზინფექციას ატარებდნენ, აბსოლუტურად მიტოვებული და საკუთარ საწოლში კორონავირუსით გარდაცვლილი ადამიანები აღმოაჩინეს;
- ესპანელმა პოლიციელებმა ქუჩაში პერფორმანსი მოაწყვეს კარანტინში გამოკეტილი მოსახლეობის გასამხნევებლად;
Local Police in Spain, playing music to cheer people in lockdown for coronavirus covid-19 up. ❤💙🕊 video Ada Jo March pic.twitter.com/U45AQ8F4k9
— Angelofjustice9 🕊😇⚡ (@AngelofJustice9) March 22, 2020
ნიუ-იორკში სამშაბათს COVID-19-ის სამკურნალო წამლის კლინიკური გამოცდა იწყება. პრეზიდენტ ტრამპის განცხადებით, პრეპარატის გაცემას, რომელმაც მანამდე კარგი შედეგი აჩვენა მალარიასთან ბრძოლაში, ქალაქის მოსახლეობაზე დილიდან დაიწყებენ;
- ვენეციაში წყლისა და ჰაერის ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა მას შემდეგ, რაც წყლის ტრანსპორტის მოძრაობა შეწყდა. დაბინძურებამ ისტორიულ მინიმუმს მიაღწია...