მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

სუპერკომპიუტერი COVID 19-ის წინააღმდეგ: ნაპოვნია იმედის 77 მოლეკულა

© photo: Sputnik / Alexander Kryazhev / გადასვლა მედიაბანკშილაბორატორია
ლაბორატორია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამერიკელმა მკვლევარებმა მსოფლიოს უძლიერესი სუპერკომპიუტერის დახმარებით, იპოვეს შენაერთები, რომლებიც ახალი ტიპის კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატის შექმნას შეიძლება დაედოს საფუძვლად

თბილისი, 21 მარტი - Sputnik. მსოფლიოს ყველაზე ძლიერმა სუპერკომპიუტერმა  IBM AC922 Summit-მა 77 დაბალმოლეკულური შენაერთი გამოავლინა, რომლებიც ახალი ტიპის კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატის შექმნას შეიძლება დაედოს საფუძვლად, ნათქვამია ChemRxiv-ზე გამოქვეყნებულ პრეპრინტში*. 

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს ოკ-რიჯის ეროვნულ ლაბორატორიაც (ORNL), სადაც არის კიდეც განთავსებული 2018 წელს შექმნილი სუპერკომპიუტერი.

​გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკელმა მკვლევარებმა 8 000-ზე მეტი შენაერთის მოდელი შექმნეს, რომლებიც კორონავირუსის ცილებთან შეიძლებოდა ყოფილიყო კავშირში და რომლებიც მას უძლურს გახდიდა, მორეოდა ვირუსის მატარებელ ორგანიზმს. 

შემდგომი ექსპერიმენტული კვლევებისთვის სუპერკომპიუტერმა აქედან 77 ყველაზე ღირებული შეარჩია, რომლებსაც აქვთ უნარი, შეებრძოლონ COVID 19-ს.

ORNL-ის მოლეკულური ფიზიკის ცენტრის დირექტორ ჯერემი სმიტის თქმით, ახალი ტიპის კორონავირუსი SARS-CoV-2 უჯრედებს ისევე „ეწებება“, როგორც მისი წინამორბედი „თანამოძმე“ - ატიპიური პნევმონიის გამომწვევი ვირუსი.    

„ახლა, როცა პერსპექტიული შენაერთები ნაპოვნია, ისინი უნდა შევისწავლოთ და გავარკვიოთ, რამდენად ეფექტურებია რეალობაში“, - აცხადებს ჯერემი სმიტი.

COVID 19: დასახელდა დაავადებები, რომლებიც სიკვდილიანობის რისკს ზრდის - იტალიური ანგარიში>>

ამ დროისათვის COVID 19–ით ინფიცირებულთა რაოდენობა, ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეცპროექტის მონაცემებით, მსოფლიოს 166 ქვეყანაში კი სულ 277 449 ადამიანია ინფიცირებული. აქედან გარდაიცვალა 11 561 და გამოჯანმრთელდა 89 211 კაცი. ქვეყნების რაოდენობამ, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ ათასს გადააჭარბა, 19–ს მიაღწია.

პრეპრინტი* — ეს არის ნაშრომის შესახებ წინასწარი ანგარიში, რომელსაც რეცენზირება ჯერ კიდევ არ აქვს გავლილი. პრეპრინტის მიზანია, მასალები გამოქვეყნებამდე სხვა სპეციალისტებს გააცნოს, რათა ავტორს შესაძლებლობა ჰქონდეს, მათთან ერთად იმსჯელოს ნაშრომში დასმულ და განხილულ საკითხებზე. 

ყველა ახალი ამბავი
0