მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

პანდემიამ მტრები შეარიგა: ისრაელი და პალესტინა ერთობლივ შტაბს ქმნიან

© REUTERS / SHOKRY HUSSIENშემოწმება კორონავირუსზე
შემოწმება კორონავირუსზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
სხვა დეტალები აღნიშნული შეთანხმების შესახებ ჯერჯერობით უცნობია. თუმცა ცნობილია, რომ iსრაელის საავადმყოფოებში უკვე გადაიყვანეს კორონავირუსით პოტენციურად ინფიცირებული არაბები.

თბილისი, 19 მარტი — Sputnik. ისრაელი და პალესტინა კორონავირუსის წყალობით შერიგდნენ, წერს გაზეთი The Jerusalem Post–ი.

​გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთთან დაპირისპირებული ორი ქვეყნის ხელისუფლებები, COVID 19–თან ბრძოლის მიზნით,  ერთობლივი ოპერატიული შტაბის შექმნაზე შეთანხმდნენ.

„საერთო საზღვრების არსებობა არ ტოვებს ადგილს ეჭვებისთვის: საჭიროა თანამშრომლობა და ხისტი ზომების გატარება, რათა ვირუსის გავრცელება აღიკვეთოს“, — ციტირებს გაზეთი პალესტინური მხარის წარმომადგენელს.

სხვა დეტალები აღნიშნული შეთანხმების შესახებ ჯერჯერობით უცნობია. თუმცა ანონიმმა ჩინოვნიკმა გამოცემას განუცხადა, რომ ისრაელმა უკვე გაუგზავნა პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს კორონავირუსის 200 ტესტი.

ასევე ცნობილია ისიც, რომ მანამდე ისრაელის საავადმყოფოებში გადაიყვანეს კორონავირუსით პოტენციურად ინფიცირებული არაბები.

ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, ისრაელსა და პალესტინაში COVID 19–ით ინფიცირებულია 433 ადამიანი. გარდაცვლილების თაობაზე ინფორმაცია არ ვრცელდება.

ყველა ახალი ამბავი
0