მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

COVID-19: გერმანია ლტოლვილების მიღებას გაურკვეველი ვადით აჩერებს

© REUTERS / SHOKRY HUSSIENკორონავირუსი
კორონავირუსი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტის მონაცემებით, გერმანიაში ამ დროისათვის კორონავირუსით ინფიცირებულია 9877 ადამიანი, გარდაცვლილია 26, განიკურნა 71 პაციენტი.

თბილისი, 18 მარტი — Sputnik. გერმანია ლტოლვილების მიღების პროგრამას აჩერებს, იუწყება მედიაჯგუფი Funke მიგრაციისა და ლტოლვილთა საქმეების ფედერალურ უწყებაზე (Bamf) დაყრდნობით. 

მიღებული გადაწყვეტილების საფუძვლად კორონავირუსის პანდემიაა დასახელებული.

„პანდემიის შესაკავებელი ღონისძიებების ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურად მისცა მითითება Bamf-ს, გაურკვეველი დროით შეაჩეროს [ლტოლვილების] მიღება–განთავსების პროცედურა“, — განაცხადეს უწყებაში.

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტის მონაცემებით, გერმანიაში ამ დროისათვის კორონავირუსით ინფიცირებულია 9877 ადამიანი, გარდაცვლილია 26, განიკურნა 71 პაციენტი.

მსოფლიოს მასშტაბით COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 201 672 კაცს მიაღწია, აქედან გარდაცვლილია 8008 და განკურნებულია 82 071 ადამიანი. 

 

ყველა ახალი ამბავი
0