მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

პრეზიდენტს COVID 19-ზე ტესტირება არ სჭირდება: ტრამპის პირადი ექიმი განცხადებას ავრცელებს

© AP Photo / John Raouxდონალდ ტრამპი
დონალდ ტრამპი - Sputnik საქართველო
გამოწერა
შონ კონლიმ დაადასტურა, რომ გასულ კვირაში ბრაზილიის დელეგაციასთან შეხვედრისას დონალდ ტრამპს კონტაქტი ჰქონდა ადამიანთან, რომელსაც მოგვიანებით კორონავირუსის სიმპტომები გამოუვლინდა.

თბილისი, 14 მარტი — Sputnik. პრეზიდენტს კორონავირუსზე ტესტირება არ სჭირდება, განაცხადა დონალდ ტრამპის პირადმა ექიმმა შონ კონლიმ.

კონლის მემორანდუმი აღნიშნულთან დაკავშირებით თეთრმა სახლმა გაავრცელა.

„იმის გათვალისწინებით, რომ პეზიდენტს არანაირი სიმპტომები არ აქვს, COVID-19–ზე ანალიზის გაკეთება ამ მომეტისთვის საჭირო არ არის“, — განაცხადა პრეზიდენტის პირადმა ექიმმა.

ამასთან შონ კონლიმ დაადასტურა, რომ გასულ კვირაში ბრაზილიის დელეგაციასთან შეხვედრისას დონალდ ტრამპს კონტაქტი ჰქონდა ადამიანთან, რომელსაც მოგვიანებით კორონავირუსის სიმპტომები გამოუვლინდა. გარდა ამისა, იმავე საღამოს პრეზიდენტთან სტუმრად მყოფ კიდევ ერთ პირს, რომელიც მასთან  ერთად იჯდა მაგიდასთან, კორონავირუსი დაუდგინდა. 

დონალდ ტრამპი - Sputnik საქართველო
COVID 19: დონალდ ტრამპმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა - LIVE

ექიმმა განმარტა, რომ ბრაზილიელ ვირუსმატარებელთან დონალდ ტრამპის ურთიერთობა  „შეზღუდული“ იყო  და ის ხელის ჩამორთმევითა და ერთობლივი ფოტოს გადაღებით შემოიფარგლებოდა. რაც შეეხება მეორეს, მართალია, პრეზიდენტმა ამ პირთან მეტი დრო გაატარა, მაგრამ იმ მომენტში მას კორონავირუსის სიმპტომები არ ჰქონდა. ასეთ შემთხვევებში კი, კონლის თქმით, ინფიცირების შანსი დაბალია.  

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტის ინფორმაციით, ამ დროისათვის მსოფლიოს 139 ქვეყანაში დადასტურებულია COVID 19-ის 145 374 შემთხვევა. აქედან გარდაიცვალა 5 429, ხოლო განიკურნა 71 694 პაციენტი. 

აშშ–ში ინფიცირებულთა რაოდენობა,  ბოლო მონაცემებით, 2 174 ადამიანს შეადგენს. მათგან გარდაიცვალა 47 და განიკურნა 12 პაციენტი.

ყველა ახალი ამბავი
0