მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

COVID 19-თან საბრძოლველად: ჩინელი ექიმები იტალიაში მიფრინავენ

© photo: Sputnik / გადასვლა მედიაბანკშიკორონავირუსი
კორონავირუსი - Sputnik საქართველო
გამოწერა
იტალია ევროპის ქვეყნებს შორის პირველია COVID 19–ით დაავადებულთა რაოდენობის მხრივ. ოფიციალური მონაცემებით, ამ დროისათვის ქვეყანაში დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 10 149 შემთხვევა.

თბილისი, 11 მარტი — Sputnik. მედიცინის დარგის ჩინელი ექსპერტები, რომლებმაც იტალიური ენა იციან, დღეს სიჩუანიდან შანხაიში გაფრინდნენ, რათა იქიდან იტალიაში გაემგზავნენ ახალი ტიპის კორონავირუსთან ბრძოლაში დახმარების გასაწევად, იუწყება სააგენტო „სინჰუა“. 

კორონავირუსი იტალიაში - Sputnik საქართველო
COVID 19: ვითარება უკიდურესად მძიმეა - იტალია ჩინეთს დახმარებას სთხოვს

მანამდე ჩინეთისა და იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რა დროსაც ლუიჯი დი მაიომ განაცხადა, რომ მის ქვეყანაში ვითარება უკიდურესად მძიმეა და იმედი გამოთქვა, რომ ჩინეთი იტალიას დაეხმარებოდა  კორონავირუსთან ბრძოლაში. ვან ი მას სპეციალისტების გაგზავნას დაპირდა.

„როგორც კი ჩავფრინდებით იტალიაში, მაშინვე ვითარების შესწავლას შევუდგებით, ვითანამშრომლებთ იტალიელ მედიკოსებთან და გავუზიარებთ ეპიდემიასთან ბრძოლის გამოცდილებას“, —  ციტირებს სააგენტო სიჩუანის საავადმყოფოს ექიმთა ჯგუფის ერთ–ერთი წარმომადგენლის სიტყვებს.

აღსანიშნავია, რომ იტალია ევროპის ქვეყნებს შორის პირველია COVID 19–ით დაავადებულთა რაოდენობის მხრივ. ოფიციალური მონაცემებით, ამ დროისათვის ქვეყანაში დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 10 149 შემთხვევა. აქედან გარდაიცვალა 631 და გამოჯანმრთელდა 724 პაციენტი.

ჯონ ჰოპკინციც ცენტრის პროექტის მონაცემებით, ამ დროისათვის სულ მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა118 ქვეყანაში 121 206 კაცს აღწევს. აქედან გარდაცვლილია 4 369 და განკურნებულია 66 216 ადამიანი.  

ყველა ახალი ამბავი
0