ტაილანდი საქართველოსთან კორონავირუსის გამო სავიზო რეჟიმს ამკაცრებს

© photo: Sputnik / Miguel Kandela / გადასვლა მედიაბანკშინიღბიანი ადამიანები
ნიღბიანი ადამიანები - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველო იმ 18 ქვეყანას შორის მოხვდა, რომლებთანაც ტაილანდი სავიზო რეჟიმს ამკაცრებს, ხოლო სამ ქვეყანასთან - სამხრეთ კორეასთან, იტალიასთან და ჰონგ-კონგთან - საერთოდ აუქმებს

თბილისი, 11 მარტი — Sputnik. კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო ტაილანდი სავიზო რეჟიმს 18 ქვეყანასთან, მათ შორის საქართველოსთან ამკაცრებს, იუწყება პირველი არხი ტაილანდის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით.

ამ დროისათვის მსოფლიოს 115 ქვეყანაში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების 119 476 ფაქტია დადასტურებული. აქედან გარდაიცვალა 4 291 და გამოჯანმრთელდა 65 900 პაციენტი.

კორონავირუსი ჩინეთში - Sputnik საქართველო
კორონავირუსის ეპიცენტრი ნორმალურ ცხოვრებას უბრუნდება: ვითარება უჰანში

ამიერიდან საქართველოს, ბულგარეთის, კვიპროსის, მალტის, რუმინეთის, რუსეთის, ჩინეთის, ინდოეთის, ყაზახეთის, უზბეკეთის, ნაურუს, ვანუარუს, პაპუა-ახალი გვინეის, ფიჯის, ბუტანის, ეთიოპიის, მექსიკის და საუდის არაბეთის მოქალაქეები ქვეყანაში ჩასვლისას ვიზების მიღებას .

ტაილანდში დარეგისტრირდა კორონავირუსით დაინფიცირების 53 შემთხვევა, გარდაიცვალა 1 ადამიანი.

ყველაზე მძიმე ვითარება კორონავირუსთან დაკავშირებით იტალიაშია, სადაც დაფიქსირდა დაავადების 10,1 ათასზე მეტი შემთხვევა, აქედან 631 ლეტალური შედეგით დასრულდა, გამოჯანმრთელდა 1 004 ადამიანი.

კორონავირუსმა ჩაშალა კონფერენცია, რომელიც კორონავირუსს ეძღვნებოდა>>

ჩინეთის ხელისუფლებამ 2019 წლის 31 დეკემბერს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ქალაქ უჰანში დაუდგენელი ტიპის პნევმონიის აფეთქების შესახებ აცნობა. სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ საქმე აქვთ კორონავირუსთან 2019-nCoV. ვირუსი ჩინეთის ფარგლებს გასცდა და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0